მართვის მოწმობა ველოსიპედის ტარებაზე

სანკტ პეტერბურგის საკანონმდებლო ,,სობრანიეს,, უცნაური კანონპროექტების ინიცირებით სკანდალურად ცნობილმა დეპუტატმა ვიტალი მილონოვმა, რუსეთის შსს-ს ხელმძღვანელობას ველოსიპედის ტარებისათვის დიდ ქალაქებში საჭირო მართვის მოწმობის შემოღებისკენ მოუწოდა…

,,რუსეთში დღითი-დღე იზრდება ველოსიპედის პოპულარობა და მისი მომხმარებელთა რიცხვი, თუმცა ველოსიპედის ტარების მოყვარულთა დიდმა ნაწილმა არ იცის მისი ტარების წესები, რითაც როგორც თავიანთ თავს, ასევე საგზაო მოძრაობის სხვა მონაწილეებს საფრთხეს უქმნიან… ამიტომ მოგიწოდებთ, რომ რუსეთის დიდი ქალაქებისათვის შემოიღოთ, ველოსიპედის მართვის კურსების გავლის აუცილებლობა და მართვის მოწმობები შემოიღოთ,, ნათქვამია მილონოვის განცხადებაში.

banner
წინა სტატიაშისააკაშვილის გეგმები: ბაქო-ფოთი-ოდესა და იმპორტირებული გენერალი
შემდეგი სტატია,,ვინც თავს შინ ვერ გრძნობს, ემიგრანტები ვართ,,