მარგველაშვილს მოუწევს განმარტებების გაკეთება

მარგველაშვილს მოუწევს განმარტებების გაკეთება

BIDZINA3მარგველაშვილს მოუწევს განმარტებების გაკეთება, – ამის შესახებ “ქრონიკასთან” საუბარში ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა და ქვეყანაში შექმნილ სიტუაციასთან დაკავშირებით საქართველოს პრეზიდენტის მიერ გაკეთებულ განცხადება გააკრიტიკა.
ივანიშვილის შეფასებით, ყველა პოლიტიკოსი, რომელიც სამოქალაქო დაპირისპირებაზე საუბრობს, “დაუძლურებულ “ნაციონალურ მოძრაობას” უჭერს მხარს.
“მას მოუწევს განმარტებების გაკეთება. ნებისმიერ პოლიტიკოსს, რომელიც ხატავს სიტუაციას, რომ სამოქალაქო დაპირისპირებისკენ მიდის ქვეყანა, უნდა რომ მხარი მხოლოდ ამ დაუძლურებულ ძალას დაუჭიროს და “გააპრაოს”, – განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.
ამასთან, ყოფილ პრემიერს ეჭვები აქვს იმასთან დაკავშირებით, რომ განცხადებიდან რამდენიმე საათში “ნიუ იორკ თაიმსში” სტატია გამოქვეყნდა, რომელშიც გიორგი მარგველაშვილის განცხადება დადებითადაა შეფასებული. ივანიშვილი აღნიშნულ საკითხზე სასაუბროდ ახსენებს აშშ-ში საქართველოს ყოფილ ელჩს თემურ იაკობაშვილს.
“ის ვინც აკეთებს ასეთ განცხადებას, სწორედ “ნაციონალურ მოძრაობას” უჭერს მხარს. აბა ნახეთ, მარგველაშვილის განცხადების შემდეგ 2 საათში “ნიუ იორკ თაიმსი” აქვეყნებს სტატიას და აქებს პრეზიდენტს. ვისი გაკეთებულია ეს? მარგველაშვილს სად აქვს ამის რესურსი? – არ დაგვავიწყდეს იაკობაშვილი, რომელიც დღემდე რჩება ამერიკაში “ნაციონალური მოძრაობის” ელჩად ან ვინმე ამის მსგავსი. “ნიუ იორკ თაიმსში” სტატიის გამოქვეყნება არ არის იოლი და ამ შემთხვევაში კიდევ 5 წუთში გამოქვეყნდა”, – აღნიშნა ყოფილმა პრემიერმა.

banner
წინა სტატიაშირა შემთხვევაში დაუბრუნდება ბიძინა ივანიშვილი მებაღეობას
შემდეგი სტატია,,”რუსთავი 2″ დაათრევს ამ 2 ათას კაცსს – ზოგს ფულს უხდის, ზოგი ნათესავია და აწვალებს”