“მარგველაშვილმა ივანიშვილი “გადააგდო” – ჯუმბერ კირვალიძე

"ბიძინა ივანიშვილი "დროში აცდენილია" და ამას ვერ ხვდება"! ჯუმბერ კირვალიძედიახ, საქართველოს პარლამენტში პრეზიდენტ მარგველაშვილის დღევანდელმა გამოსვლამ კიდევ ერთხელ დაგვარწმუნა იმაში, რომ ბ–ნი მარგველაშვილი ცდილობს საპრეზიდენტო ინსტიტუტის როლის გაზრდას სახელმწიფო მართველობის ვერტიკალში. არადა, 2013 წელს მარგველაშვილის დასახელება საპრეზიდენტო კანდიდატად ბიძინა ივანიშვილის მიერ, ემსახურებოდა სულ სხვა მიზანს, რომ მარგველაშვილს, როგორც პრეზიდენტს ხელი უნდა შეეწყო საპრეზიდენტოდან საპარლამენტო რესპუბლიკის ფორმაზე გადასვლისთვის, ანუ მარგველაშვილი უნდა გამხდარიყო პრეზიდენტი–არბიტრი და არა, – მთავარი პოლიტიკური ფიგურა სახელმწიფოში, რის ამბიციებსაც მარგველაშვილი სულ უფრო მზარდად ავლენს! ამავდროულად, მარგველაშვილი მოგვიწოდებს პარლამენტის ტრიბუნიდან, რომ – “ევროპული დემოკრატიული მართველობა დავაფუძნოთ”

საქმე ის გახლავთ, რომ იმ საკონსტიტუციო ცვლილებებიდან გამომდინარე, რომლის ინიცირებაც სააკაშვილის პერიოდში დაიწყო, რომელიც ითვალისწინებდა პრემიერ–მინისტრის როლის ამაღლებას და პრეზიდენტის ფუნქციების მაქსიმალურად შეზღუდვას, რის საფუძველზეც ახალ პრეზიდენტს მოღვაწეობა მოუწევდა, როგორც – საპარლამენტო რესპუბლიკის პრეზიდენტს, რაც მარგველაშვილმა ბრწყინვალედ იცოდა. ეს ნიუანსები შეთანხმებული იყო მაშინდელ პრემიერთან–მინისტრთან, აქედან გამომდინარე, ბ–ნმა ივანიშვილმა დააყენა მარგველაშვილის კანდიდატურა საპრეზიდენტო არჩევნებში და სწორედ მისი მხარდაჭერის შედეგად მარგველაშვილი არჩეულ იქნა პრეზიდენტად.პრეზიდენტად გახდომის შემდეგ, ბ–ნ მარგველაშვილს ამნეზია “შეეყარა” და ივანიშვილთან კონფლიქტმაც არ დაახანა. მარგველაშვილმა, რახან “გარდამავალი” კონსტიტუციით ქვეყნის მთავარსარდალი და პირველი პირი მე ვარო, ისეთ პოლიტიკურ “აქტიურობებს მიჰყო ხელი”, რომელიც ეწინააღმდეგება საქართველოს საპარლამენტო რესპუბლიკის მართველობის ფორმაზე გადასვლას.

მოკლედ, ივანიშვილ–მარგველაშვილის ეს შემთხვევა, გახლავთ კლასიკური მაგალითი “პოლიტიკური გადაგდების”, სადაც ბ–ნი ივანიშვილი “ცამდე მართალია”, – ვითომდა, “მხოლოდ საპრეზიდენტო ინსტიტუტისათვის მოამაგე” პრეზიდენტ მარგველაშვილთან. სანამ ეს პრობლემა არ გადაიჭრება, მანამ პრემიერ ღარიბაშვილის და სამთავრობო გუნდის “უპატივცემულობა” პრეზიდენტის მიმართ არ შეიცვლება, ვიდრე ახალ არჩევნებამდე–აცხადებს პოლიტოლოგი ჯუმბერ კირვალიძე

banner
წინა სტატიაშიდღეს სახელმწიფომ იზარალა– საქართველოს პრეზიდენტი
შემდეგი სტატიანატო მალე ტექნიკის რუმინეთში განთავსების საკითხს გადაწყვეტს