მანანა კობახიძის ვარაუდით, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის არჩევის საკითხი მომავალი კვირის სხდომების დღის წესრიგში შევა

საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნის, ირინა იმერლიშვილის შეფასებით, პარლამენტში პრეზიდენტის გამოსვლა

პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერის, მანანა კობახიძის ვარაუდით, უზენაესი სასამართლოს ახალი თავმჯდომარის არჩევის საკითხი მომავალი კვირის პლენარული სხდომების დღის წესრიგში შევა.
როგორც კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, წარმოდგენილ კანდიდატურასთან დაკავშირებით კოალიციას პოზიტიური დამოკიდებულება აქვს, თუმცა, მისივე თქმით, საკითხზე ცალკეულ ფრაქციებში მსჯელობა გაიმართება.
ხვალ უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეს, კოტე კუბლაშვილს უფლებამოსილების ვადა ოფიციალურად ეწურება. ხვალვე პარლამენტში კომიტეტების დონეზე, პრეზიდენტის მიერ წარდგენილი კანდიდატურის, ნინო გვენეტაძის მოსმენა იწყება.

banner
წინა სტატიაში“თავისუფალი დემოკრატები” საპარლამენტო თანამდებობების დატოვებაზე გადაწყვეტილებას დღეს მიიღებენ
შემდეგი სტატიაავთანდილ ბერიძის აზრით, საქმე ვადამდელ არჩევნებამდე არ მივა