მანანა კობახიძე: შს მინისტრმა ადეკვატური გადაწყვეტილება მიიღო

პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერის მანანა კობახიძის შეფასებით, შს მინისტრმა ალექსანდრე ჭიკაიძემ სწორი და ადეკვატური გადაწყვეტილება მიიღო.
კობახიძის განცხადებით, თუკი შს სამინისტროში კვლავ მუშაობენ ადამიანები, ვინც ე.წ. კორტების სპეცოპერაციასთან იყვნენ დაკავშირებული და სავარაუდოდ, დაინტერსებულნი იყვნენ გამოძიებისათვის შეეშალათ ხელი, ეს ყველაფერი უნდა იყოს შესწავლის საგანი და სწორია, რომ პროცესისგან მინისტრის დისტანცირება მოხდა. კობახიძის აზრით, იური ვაზაგაშვილის მკვლელობა მისი შვილის საქმეს უკავშირდება.
“იური ვაზაგაშვილის მკვლელობა იმ ადამიანებს აწყობდა, ვინც მისი შვილი მოკლა და ვისაც დანაშაულის გახსნა არ სურდა. თუკი შს სამინისტროში დღეს კიდევ მუშაობენ ის ადამიანები, რომელთაც ე.წ. სპეცოპერაციასთან ჰქონდათ საქმე და ვინც სავარაუდოდ, აღნიშნული საქმით არ უნდა იყვნენ დაინტერესებულნი, ძიებას სავარაუდოდ ხელს უშლიდა, ასეთი ეჭვები ჰქონდა თავად იური ვაზაგაშვილს. ის ბევრს საუბრობდა ამაზე და კონკრეტულ თანამდებობის პირებს ასახელებდა. ცხადია ამ ყველაფრის შესწავლა უნდა მოხდეს. აქ ზუსტი და სწორი გადაწყვეტილებაა მინისტრის, რომ გადადგეს და მოხდეს პროცესისგან მისი დისტანცირება. როგორც კი რაიმე კითხვის ნიშანი ჩნდება უწყებაში არსებულ ვითარებაზე, რა თქმა უნდა, პოლიტიკური პასუხისმგებლობა პირდაპირ მინისტრამდე მიდის”, – აცხადებს მანანა კობახიძემ.

banner
წინა სტატიაშიანი მიროტაძე: დღეს ორმაგად პატივს ვცემ ალექსანდრე ჭიკაიძეს და ამაყი ვარ
შემდეგი სტატიაირაკლი ღარიბაშვილის პირველი კომენტარი შს მინისტრის გადადგომაზე