მანანა კობახიძე უკრაინაში ზურაბ ადეიშვილის დაპატიმრებას ითხოვს

საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნის, ირინა იმერლიშვილის შეფასებით, პარლამენტში პრეზიდენტის გამოსვლა

პარლამენტის ვიცესპიკერი, მანანა კობახიძე, უკრაინაში ზურაბ ადეიშვილის დაპატიმრებას ითხოვს.

განცხადება ამის შესახებ კობახიძემ ჟუნრალისტებთან გააკეთა.

ვიცესპიკერი ასევე გამოხემაურა გავრცელებულ ინფორმაციას, რომ, თითქოს, ზურაბ ადეიშვილი უკრაინაში თანამდებობაზე ინიშნება. კობახიძე მოუწოდებს უკრაინის მთავრობას, არ მიიღოს ეს გადაწყვეტილება.

“წარმოუდგენელია, ამ პრიის თანამდებობაზე დანიშვნა. საქართველომ უკვე გადააგზავნა უკრაინაში დოკუმენტები. აუცილებელია ამაზე რეაგირება. ადეიშვილის წინააღმდეგ არის უამრავი ბრალდება და გამოტანილია განაჩენიც,” – განაცხადა მანანა კობახიძემ.

საპარლამენტო უმცირესობაში კი აცხადებენ, რომ ადეიშვილი თანამდებობაზე არ ინიშნება.

დეპუტატ გიორგი ვაშაძის განცხადებით, საქართველოს ყოფილი იუსტიციის მინისტრი უკრაინის მთავრობას კონსულტაციებს უწევს.

banner
წინა სტატიაში“ირაკლი ფირცხალავა მემუქრებოდა,” – თეა წულუკიანი
შემდეგი სტატია“ეს არის ჩვეულებრივი კრიმინალის მდგომარეობა, ნუ ნერვიულობთ!” – ზურაბ ტყემალაძე