მანანა კობახიძე: პარლამეტი არ მგონია ის ადგილი, სადაც შეგვიძლია გამოვიძიოთ საქმე

საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნის, ირინა იმერლიშვილის შეფასებით, პარლამენტში პრეზიდენტის გამოსვლა

საყდრისის საბადოსთან მიმართებით ისევ განსხვავებული მოსაზრებებია უმრავლესობაში. ნაწილს მიაჩნია, რომ სამუშაოები კანონის სრული დაცვით მიმდინარეობს. ნაწილი კი – ხელისუფლების პასუხისმგებლობაზე საუბრობს.

საქართველოს პარლამეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, ქართული ოცნების წევრი მანანა კობახიძე მიიჩნევს, რომ საპარლამენტო კომისია ეფექტური არ იქნება. მისივე თქმით, თუ სადმე დანაშაულია ჩადენილი, ამის გამოძიება სამართალდამცავ ორგანოში უნდა ხდებოდეს.

“ამ შემთხვევაში მე არ მგონია, პარლამეტი იყოს ის ადგილი, სადაც ჩვენ შეგვიძლია  გამოვიძიოთ საქმე სისხლისსამართლებრივად,” – განაცხადა მანანა კობახიძემ.

აღნიშულ თემასთან დაკავშირებით, უმრავლესობის წევრი თამარ კორძაია აცხადებს, რომ მსოფლიოში უძველესი ოქროს მაღარო საჭიროებს სათანადო დაკვირვებას და შესწავლას.

„არ ვიცი დღევანდელ აფეთქებაზე ვრცელდება თუ არა ეს სასამართლო გადაწყვეტილება, მაგრამ ფაქტია, რომ ეს პროცესი ძალიან მძიმეა და ალბათ სათანადო შეფასებას დაიმსახურებს საბოლოოდ საქართველოს მოქალაქეებისგან,“ – განაცხადა თამარ კორძაიამ.

banner
წინა სტატიაშიმინდია ჯანელიძეს დღეს თავდაცვის კომიტეტსა და ნდობის ჯგუფში მოუსმენენ
შემდეგი სტატია„თი-ბი-სი“ ბანკი გაზეთ „ასავალ-დასავალის“ ჟურნალისტის, დიტო ჩუბინიძის ბრალდებებს პასუხობს