მანანა კობახიძე: მთავრობა ლარის “შოკური მდგომარეობის” დასტაბილურების მიზნით ყველაფერს აკეთებს

საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნის, ირინა იმერლიშვილის შეფასებით, პარლამენტში პრეზიდენტის გამოსვლა

პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი მანანა კობახიძე ირწმუნება, რომ მთავრობა ლარის “შოკური მდგომარეობის” დასტაბილურების მიზნით ყველაფერს აკეთებს.
გადაცემა “არჩევანში” კობახიძემ ყურადღება იმ კონკრეტულ პროექტებზე გაამახვილა, რომელიც ადგილობრივი წარმოების ხელშეწყობის და განვითარების მიზნით ხორციელდება. კობახიძის თქმით, ეს მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ ქვეყნიდან დოლარის გადინებას არ ჰქონდეს ადგილი.
პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი ლარის გაუფასურებას რუსეთისა და უკრაინის ბაზრებზე შექმნილ მდგომარეობას უკავშირებს.
“საუბარი იყო ფეროშენადნობების ექსპორტის შემცირებაზე. ფეროშენადნობები უკრაინაში გაგვქონდა, სადაც მეტალურგიული ქარხნები მთელი დატვირთვით მუშაობდა. ნამდვილად არ არის ჩვენი ბრალი, რომ დღეს იმ დატვირთვით ვეღარ მუშაობენ, რადგან ქვეყანა არის ომის მდგომარეობაში. რუსეთთან შედარებით ნორმალიზებული ეკონომიკური ურთიერთობების პირობებში რუსულ ბაზარზე ღვინის ექსპორტი მნიშვნელოვნად იყო გაზრდილი. ბუნებრივია, რუბლის გაუფასურებამ და იმ სანქციებმა, რაც ქვეყანას დაედო, ამ მიმართულებით ექსპორტის შემცირება გამოიწევია, თუმცა ექსპორტი გაიზარდა ევროკავშირის მიმართულებით. ჩვენ ყოველდღიურად ვმუშაობთ, რომ ჩვენი პროდუქცია სწორედ ევროკავშირის ბაზარზე იყოს ორიენტირებული”, – განაცხადა მანანა კობახიძემ.
კობახიძემ აღნიშნა, რომ “შექმნილი მდომარეობა მძიმეა ადამიანებისთვის, ვისაც სესხი დოლარში აქვს გამოტანილი, ვინც პენსიაზეა დამოკიდებული და ვისაც ასეულობით ლარის წამალი სჭირდება”, მაგრამ მისივე თქმით, ამ ყველაფრის პოლიტიკური ქულების ჩაწერისთვის გამოყენება არასწორია.

banner
წინა სტატიაშილევან ყიფიანი თანამდებობას ტოვებს
შემდეგი სტატიამთავრობაში ლევან ყიფიანის გადადგომას არ ადასტურებენ