მანანა კობახიძე: ეს იყოს მორიგი პროვოკაციული ქმდება თუმცა ამას უნდა ვუპასუხოთ მშვიდად, მოლაპარაკებებით

საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნის, ირინა იმერლიშვილის შეფასებით, პარლამენტში პრეზიდენტის გამოსვლა

ჯარიაშენის კიდევ 20 სახლის ე.წ საზღვრის მიღმა აღმოჩენაზე კომენტარს პარლამენტის ვიცე–სპიკერი აკეთებს. მანანა კობახიძს თქმით რუსეთი პროვოკაციულ ნაბიჯებს დგამს თუმცა ქართული მხარე მათ არ უნდა აჰყვეს.

,, ეს არის ის პროვოკაციული ქმედებები, რომელსაც რუსეთის ხელისუფლება ანხორციელებს. მცოცავი ოკუპაცი ქვეყნისთვის პრობლემაა. შესაძლებელია ეს იყოს მორიგი პროვოკაციული ქმდება თუმცა ამას უნდა ვუპასუხოთ მშვიდად, მოლაპარაკებებით. ჩვენი პარტნიორი ქვეყნების ჩართულობით – ეს იქნება ჟენევის ფორმატი თუ სხვა საერთაშორისო ტრიბუნები – სადაც ჩვენ მუდმივად, ეს საკითხები დღის წესრიგში გვაქვს დაყენებული. ამ გზით, ზეწოლით უნდა ვაიძულოთ რუსეთი მსგავს ქმედებებზე უარი თქვას და თავი შეიკავოს ასეთი ნაბიჯებისგან. ეს პირდაპირი პროვოკაციაა, რომელსაც ჩვენ არ უნდა წამოვეგოთ. ერთი რამ უნდა გვახსოვდეს, ხელოვნურად ის სად გააბამს საზღვარს ეს არ არის ის საზღვარი რომელსაც, რომელიმე საერთაშორისო ორგანიზაცია ცნობს და რომელიმე ევროპული ქვეყანა აღიარებს. ამ საზღვარს მხოლოდ რუსეთი და ერთი ორი ქვეყანა ცნობს. ჩვენ არ უნდა წამოვეგოთ ამ პროვოკაციას და ამას არ უნდა მოჰყვეს გაუაზრებელი ნაბიჯები.

შეგახსენებთ ჯარიაშენში მცოცავი ოკუპაციის შესახებ სოფლის მოსახლეობა საუბრობს. მათი განცხადებით, არსებობს რუკები, რომელთა მიხედვითაც ე.წ. საზღვარი კიდევ უფრო გადმოიწევს და ჯარიაშენის თითქმის დაცარიელებული უბანი ოკუპირებულ ტერიტორიაზე მოხვდება. ადგილობრივების მტკიცებით, მათ ეს დოკუმენტები ნანახი აქვთ. თუმცა, როგორ გახადა ინფორმაცია ხელმისაწვდომი და როდის იგეგმება ე.წ. საზღვრის გადმოწევა, ეს ინფორმაცია ჯერჯერობით უცნობია. შინაგან საქმეთა სამინისტროს ანალიტიკურ დეპარტამენტში ინფორმაციას არ ადასტურებენ. უწყების განმარტებით, ოკუპაციის ზოლს იქით რჩება ისევ ის 30 ჰექტარი, რომელიც 2008 წლის შემდეგ არის ოკუპირებული და ახალი რუკები არ არსებობს.

banner
წინა სტატიაშიმანანა კობახიძე: დღეს ჩვენ ამ შოუში არ მივიღეთ მონაწილეობა
შემდეგი სტატიანემცოვს 3 მარტს მოსკოვში ტროეკურსკოეს სასაფლაოზე დაკრძალავენ