მანანა კობახიძე: ასეთი აჟიოტაჟის შექმნა, მივარდნები ციხესთან – ეს არ არის სწორი და ემსახურება დესტაბილიზაციის შექმნას

საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნის, ირინა იმერლიშვილის შეფასებით, პარლამენტში პრეზიდენტის გამოსვლა

პარლამენტის ვიცესპიკერი გიგი უგულავას საქმეზე საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებაზე საუბრობს. მანანა კობახიძე მიიჩნევს, რომ თუ დღეს სასამართლომ ეს ნორმა სცნო არაკონსტიტუციურად, მაშინ მისთვის დაქვემდებარება ვალდებულებაა. თუმცა, მისივე თქმით, მეორე საკითხია, თუ როგორ და როდის უნდა აღსრულდეს ეს გადაწყვეტილება.

„სასამართლო ბრძანება დაპატიმრების შესახებ უნდა შეიცვალოს მხოლოდ საერთო სასამართლოების მოსამართლის ბრძანებით. ასეთი აჟიოტაჟის შექმნა, მივარდნები ციხესთან – ეს არ არის სწორი და ემსახურება ერთადერთს – შექმნან ზედმეტი აჟიოტაჟი და დესტაბილიზაციის ფონი ქვეყანაში,” – აცხადებს მანანა კობახიძე.

ის ურჩევს ნაციონალურ მოძრაობას საერთო სასამართლოს მოსამართლის გადაწყვეტილებას დაელოდოს.

banner
წინა სტატიაშისერგო რატიანი: სახალხო დამცველი იმალება
შემდეგი სტატიაგიგლა აგულაშვილი: საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმის გადაწყვეტილებას ყველა უნდა დავემორჩილოთ