მამა ილია კარტოზიას ცხედარი საქართველოში ჩამოასვენეს

საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაცია, ადრიატიკის ზღვაში დაღუპულ არქიმანდრიტ ილია კარტოზიას განსაკუთრებული სიმამაცის ჯილდოთი აჯილდოებს

თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ხალხმრავლობაა. რამდენიმე წუთის წინ აეროპორტში იტალიაში დაღუპული მამა ილია კარტოზიას ცხედარი ჩამოასვენეს.

ადგილზე დაღუპულის ნათესავები, ნაცნობები და უბრალო მოქალაქეები არიან შეკრებილები.

ცხედარს რამდენიმე წუთში სამების საკათედრო ტაძარში გადაასვენებენ. შემდეგ კი მამა ილია კარტოზიას ცხედარს მცხეთაში, წმინდა დავით აღმაშენებლის სახელობის ტაძარში გადაასვენებენ.

დაკრძალვის ცერემონია კი 20 იანვარს, 12:00 საათზე, ამავე მონასტრის ეზოში გაიმართება.

ადრიატიკის ზღვაში, ბორან „ნორმან ატლანტიზე“ ხანძარი 28 დეკემბერს გაჩნდა. გემზე 500-მდე ადამიანი იმყოფებოდა, მათ შორის იყო საქართველოს რვა მოქალაქე. მამა ილიას გარდა, ყველა მათგანი ცოცხალი და უვნებელი გადარჩა.

მამა ილია კარტოზია მცხეთის მამათა მონასტრის წინამძღვარი იყო.

banner
წინა სტატიაშიდონეცკში შეტაკებისას ქართველი მებრძოლი დაიღუპა
შემდეგი სტატიაალექსანდრე ჭიკაიძე – მადლობას ვუხდი ყველა თანამშრომელს, ვინც საკუთარ შვილებს სოლიდარობის მაგალითს აძლევს