მამა ილია კარტოზიას ცხედარს საქართველოში დღეს ჩამოასვენებენ

19 იანვარს ნათლისღების წირვის შემდეგ გადაასვენებენ მცხეთაში წმინდა დავით აღმაშენებლის მონასტერში და აქვე დაკრძალავენ სამშაბათს 12 საათზე

ადრიატიკის ზღვაში დაღუპული არქიმანდრიტის, ილია კარტოზიას ცხედარს ბარიდან თბილისის აეროპორტში დღეს, 17:30 საათზე ჩამოასვენებენ და საღამოს სამების საკათედრო ტაძარში დაასვენებენ. ამის შესახებ საპატრიარქოს პრეს-ცენტრის ხელმძღვანელმა, დეკანოზმა დავით შარაშენიძემ გუშინ განაცხადა.

მისივე თქმით, 19 იანვარს, ნათლისღების დღესასწაულის შემდეგ, მამა ილია კარტოზიას ცხედარს მცხეთაში, წმინდა დავით აღმაშენებლის სახელობის ტაძარში გადაასვენებენ. დაკრძალვის ცერემონია კი 20 იანვარს, 12:00 საათზე, ამავე მონასტრის ეზოში გაიმართება.

შეგახსენებთ, რომ ადრიატიკის ზღვაში, ბორან „ნორმან ატლანტიზე“ ხანძარი 28 დეკემბერს გაჩნდა. გემზე 500-მდე ადამიანი იმყოფებოდა, მათ შორის იყო საქართველოს რვა მოქალაქე. მამა ილიას გარდა, ყველა მათგანი ცოცხალი და უვნებელი გადარჩა.

მამა ილია კარტოზია მცხეთის მამათა მონასტრის წინამძღვარი იყო.

banner
წინა სტატიაშიოსკარის დაჯილდოვება – კვირას, თბილისის დროით 12 საათზე დაიწყება
შემდეგი სტატიაპროსტიტუციისთვის ადგილის გადაცემის ბრალდებით უკვე მესამე ჩინელი დააკავეს