მამა ილია კარტოზიას საქართველოში ჩამოსვენების თარიღი დღეს დაზუსტდება

მამა–ილია

დღეს დღის ბოლოს გახდება ცნობილი, როდის ჩამოასვენებენ საქართველოში ადრიატიკის ზღვაში დაღუპულ ქართველ სასულიერო პირს მამა ილია კარტოზიას. ამის შესახებ ორშაბათის ტრადიციულ პრესკონფერენციაზე საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა დავით კერესელიძემ განაცხადა. მისი თქმით, ის კიდევ ერთხელ გამოხატავს მწუხარებას იმის გამო, რომ ბორანზე მომხდარი ტრაგედიის დროს სასულიერო პირი დაიღუპა. როგორც კერესელიძემ აღნიშნა, პროცესში ჩართულია საკონსულო და უშუალო კონტაქტზეა შესაბამის პირებთან.
“დღეს უნდა დასრულდეს ყველანაირი ექსპერტიზა, ამიტომ დღის ბოლოს ჩვენ ზუსტი და კონკრეტული თარიღი გვეცოდინება როდის მოხდება მისი გადმოსვენება. მე ჩემი გამოცდილებით შემიძლია გითხრათ, რომ ეს პროცედურები არის საკმაოდ რთული და ხანგრძლივი”, – განაცხადა დავით კერესელიძემ.

banner
წინა სტატიაშისაფრანგეთის სხვადასხვა ქალაქში გამართულ სოლიდარობის მარშში 3 მილიონზე მეტი ადამიანი მონაწილეობდა
შემდეგი სტატიაკონსტანტინე კუბლაშვილი: უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობის კანდიდატს პოლიტიკური ბეგრაუნდი არ უნდა ჰქონდეს