მამა ილია ვაშაკიძე: რუსთავი 2 ჩემი არხია…ტერფები ამპუტირებული მაქვს, ნაღდად ვიცი, ფეხებს ვერ მომჭამთ.. .

მამა ილია ვაშაკიძე “რუსთავი2-ის” მიმართ განვითარებულ მოვლენებს, სოციალურ ქსელში გამოეხმაურა.

“საქართველოში ყველა სატელევიზიო არხი თანასწორია, თუმცა მე, პრინციპში, არც ერთს არ ვუყურებ.. მადლობა ღმერთს ბუნებით ჩაგრულთა მხარეს ვიჭერ და თავისუფალი სინდისით შემიძლია სახალხოდ განვაცხადო – რუსთავი 2 ჩემი არხია.. იგივე მდგომარეობაში GDS ან სხვა რომელიმე ტელეარხი რომ აღმოჩნდეს, მე მის მხარეს დავიჭერ..

გაუმარჯოს საქართველოს მთას და მდელოს
ჩრდილოეთ კორეის მედია გადაარჩენს საქართველოს..

ვაი, ჩვენს პატრონს უბედურს, საეკლესიო სასამართლო არა გვაქვს და საეროც იმპოტენციის მდგომარეობაშია..

ქართველი ერი წაიკითხავს მრავალ ლექციას,
თუ რა მოჰყვება სახელმწიფოს იმპოტენციას..

ქრისტიანული ქვეყანა ვართო ვამბობთ, სადაც სოციალურად დაუცველები, ინვალიდები, მოხუცებულნი იჩაგრებიან პროდუქტების, კომუნალური გადასახადებისა და სიცოცხლისათვის საჭირო მედიკამენტების 300 პროცენტით გაძვირების გამო.. ოტია იოსელიანის სიტყვები მახსებნდება: ,,ბიძია, ჩვენ სამშობლო კი გვაქვს, მაგრამ სახელმწიფო არაო”.. ჩემი სამშობლო საქართველოა, ჩემი სახელმწიფო – ამერიკის შეერთებული შტატები.. სადაც გინდათ იქ მიჩივლეთ.. ტერფები ამპუტირებული მაქვს, ნაღდად ვიცი, ფეხებს ვერ მომჭამთ.. საქართველოს მტრებო, არჩევანი თქვენზეა, გაილესეთ კბილები..” – წერს მღვდელმონაზონი ილია ვაშაკიძე Facebook-ში.

 

banner
წინა სტატიაში“თაიმერის” მიერ გავრცელებულ სკანდალურ ვიდეოჩანაწერში ბიძინა ივანიშვილის დისშვილი აღმოჩდა ვიდეო
შემდეგი სტატიაიუსტიციის უმაღლესი საბჭო “რუსთავი 2”-ის ეთერში კომპანიის წარმომადგენლების განცხადებებს ეხმაურება