„მალე მივიღებთ უჰაერო ქუთაისს“- აცხადებს გოგი წულაია

პარტია „თავისუფალი საქართველოს“ იმერეთის ორგანიზაციის თავმჯდომარემ გოგი წულაიამ ქალაქ ქუთაისში ნინოშვილის სკვერში დაწყებული საცხოვრებელი ბინის მშენებლობა გააპროტესტა.

,,თაიმერთან,, საუბარში წულაიამ განაცხადა, რომ ადგილობრივმა ხელისუფლებამ მიიღო უკანონო გადაწყვეტილება. მისივე თქმით, ქალაქის რეკერაციული ზონა ნადგურდება. „ნინოშვილის სკვერში რამდენიმე ხე მოჭრეს, დაწყებულ მშენებლობას ეწირება სკვერი, სადაც მოსახლეობა სუფთა ჰაერზე გამოდიოდა. ყველა ქალაქს გააჩნია გამწვანების გეგმა, რეკრეაციული ზონა, თუმცა ქუთაისში ამას არ ითვალისწინებენ. ვინც ეს გადაწყვეტილება მიიღო, მას არც ქალაქი უყვარს და არც ქვეყანა,“-განაცახადა წულაიამ. წულაიამ ადგილობრივ მოსახლეობას მოუწოდა, რომ ხუთშაბათს, მერიის შენობის წინ შეიკრიბონ, გამართონ აქცია და მოითხოვონ ადგილობრივი მთავრობის გადადგომა.

www.timer.ge

banner
წინა სტატიაშიბესელიას და ვოლსკის ზუგდიდლები აქციით დახვდნენ
შემდეგი სტატია„ელგუჯა იყო ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული აღმოჩენა ქართული პოლიტიკური სპექტრისთვის,“-თინა ხიდაშელი