მალაიზიაში ტურისტებს თავიანთი სიშიშვლით «მიწისძვრის გამოწვევისთვის» ასამართლებენ

მალაიზიაში ტურისტებს თავიანთი სიშიშვლით  «მიწისძვრის გამოწვევისთვის» ასამართლებენმალაიზიაში სასამართლოს წინაშე წარსდგა ოთხი ტურისტი, რომლებიც კინაბალუს მთაზე შიშვლები იღებდნენ ფოტოებს და ამით ადგილობრივი სულების აღშფოთება გამოიწვიეს. კინაბალუს მთა წმინდად ითვლება კადაზან-დუსუნის ტომისთის, რომელბიც საბაჰის შტატში ცხოვრობენ.

გასულ პარასკევს კინაბალუს რაიონში 6.0 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა, რამაც 18 ადამიანის სიკვდილი გამოიწვია, მათ შორის დაიღუპნენ ბავშვები. შტატის მინისტრის მოადგილემ ჟოზეფ პაირინ კიტინგანმა განაცხადა, რომ გაშიშვლებულმა ტურისტებმა სულების პროტესტი გამოიწვიეს, რომლებიც წმინდა მთაზე ცხოვრობენ.
მიწისძვრამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ 30 მაისს 10-მა უცხოელმა ტურისტმა მთაზე გაიხადა ფოტოების გადასაღებად, ასევე მათ დაიკმაყოფილეს პირველადი მოთხოვნილებები. როცა ერთ-ერთმა მთის მცველმა გააფრთხილა ტურისტები, მათ მას გინება დაუწყეს.
ორი დღის წინ ორი კანადელი, ერთი ბრიტანელი და ერთი ჰოლანდიელი სასამართლოს წინაშე წარსდგნენ. მათი დაკავების ვადა შაბათამდე გააგრძელეს. პოლიცია გამოიებას აგრძელებს. მალაიზიის ჩინოვნიკების აზრით, ტურისტების გასამართლება ადგილობრივ სასამართლოში უნდა მოხდეს, რომელიც ხალხურ ტრადიციებზეა დამყარებული.
მთავრობის განცხადებით, ტურისტებს ბრალი საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევისაში ედებათ. პოლიციის თქმით, ისინი ეძებენ დანარჩენ 6 ტურისტს, რომლებიც მთაზე იმყოფებოდნენ.
კინაბალუზე გადაღებული ფოტოები სოციალურ ქსელში მოხვდნენ, რამაც მალაიზიელების აღშფოთება გამოიწვია. მიწისძვრის შემდეგ კი მათი პროტესტი უფრო გაიზარდა. მათი რწმენით, მთაზე გარდაცვლილი წინაპრების სულები ცხოვრობენ. გიდები, რომლებიც ტურისტებს მიყვებიან მთაზე, ადგილობრივები არიან და ტურისტებს სთხოვენ პატივისცემით მოეკიდონ მთას, არ იხმაურონ, არ იყვირონ და არ იბილწსიტყვაონ.

მომზადებულია ბიბისის მიხედვით.

banner
წინა სტატიაშიპუტინი: რუსეთს G7-ის «კლუბურ ინტრესებთან» კავშირი არა აქვს
შემდეგი სტატიარომის პაპმა რუსეთს მოუწოდა უკრაინაში მშვიდობა დაამყაროს