მაკკეინმა პუტინის მორიგი სამიზნე დაასახელა

ამერიკელმა სენატორი ჯონ მაკკეინი თვლის, რომ რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის ვლადიმირ პუტინის შემდგომი მიზანი მარიუპოლის აღება იქნება.
„პუტინმა ბევრჯერ თქვა, რომ საბჭოთა კავშირის დაშლა მეოცე საუკუნის უდიდესი კატასტროფაა. ვფიქრობ, სიაში შემდეგი მარიუპოლია. ვთვლი, რომ პუტინი მოლდოვასა და დნესტრისპირეთზეც ფიქრობს, სადაც 14 ათასი რუსი სამშვიდობო იმყოფება“ – განაცხადა მაკკეინმა.
„გარდა ამისა, მისი სიტყვებით, პუტინი ბალტიის ქვეყნებზე დიდ ზეგავლენას ახდენს, ეს კი იმას ნიშნავს, რომ ის აღმოსავლეთ უკრაინასა და ყირიმზე არ გაჩერდება“ – აცხადებს სენატორი მაკკეინი.

banner
წინა სტატიაშისაგამოძიებო სამსახურმა საერთაშორისო დანაშაულებრივი ჯგუფის ორი წევრი დააკავა
შემდეგი სტატიანოდარ ხადური: იმედი მაქვს, რომ ძალიან მალე დასტაბილურდება სიტუაცია