მაკედონია: ქვეყანას მიგრანტების მისაღებად რესურსები არ ყოფნის

მაკედონია: ქვეყანას მიგრანტების მისაღებად რესურსები არ ყოფნის

მაკედონია: ქვეყანას მიგრანტების მისაღებად რესურსები არ ყოფნისმაკედონიის საგარეო საქმეთა სამინისტროს თქმით, მაკედონია ყოველდღიურად 3-3,5 ათას მიგრანტს იღებს.
“მაკედონიას საკმარისი რესურსი არა აქვს იმისათვის, რომ მიგრანტები მიიღოს, რომლებიც მაკედონის-საბერძნეთის საზღვარზე არიან განთავსებული” – განაცხადა ქვეყნის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა ნიკოლა პოლოსკიმ.
“უკანასკნელი რამდენიმე დღის მანძილზე საგრძნობლად გაიზარდა მიგრანტების რიცხვი, საუბარია ყოველდღიურად 3-3,5 ათას ადამიანზე” – განაცხადა მინისტრმა და დაამატა, რომ თვითონ მაკედონიაში სულ 2 მილიონი მოსახლეა, ამიტომ მათ არ შეუძლიათ მიგრანტების ასეთი ოდენობა მიიღონ.
“ჩვენ კონტროლი გავაძლიერეთ საზღვარზე, რომ უკანონდ ვერავინ გადმოკვეთოს” – განაცხადა მინისტრმა.

შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით, Amnesty International-მა განაცხადა, რომ საზღვარზე მიგრანტებს ექცევიან როგორც მასობრივი არეულობების მომწყობებს და არა თავშესაფრის მაძიებლებს.

“მაკედონიის მთავრობა ისე რეაგირებს, თითქოს ისინი ამბოხებულები იყვნენ და არა ლტოლვილები, რომლებსაც საკუთარ ქვეყანაში კონფლიქტის გამო თავშესაფარი სჭირდებათ” – განაცხადა ორგანიზაციის ევროპული წარმომადგენლობის ხელმძღვანელმა გაური ვან გულიკმა.

პოპოსკის თქმით, მას არ უნახავს მასალა, სადაც სამართალდამცველები ლტოლვილების წინააღმდეგ ძალას იყენებენ, თუმცა, ამასთანავე განაცხადა, რომ “გარკველი ზომების” მიღება გახდა აუცილებელი მას შემდეგ, რაც სიტუაცია დაიძაბა.
გუშინ მაკედონიის პოლიციამ მიგრანტების წინააღმდეგ ცრემლსადენი გაზი გამოიყენა მაკედონია-საბერძნეთის საზღვარზე.

მაკედონიის ხელისუფლებამ ადრე გავრცელებული ცნობის მიხედვით უკანასკნელი ორი თვის მანძილზე 44 ათასი მიგრანტი გამოატარა საკუთარ საზღვარზე – მიგრანტებმა ქვეყანა დატოვეს და ევროპის სხვადასხვა ქვეყნებს მიაშურეს.
მიგრანტების უმეტესობა სირიიდან, ავღანეთიდან და ერაყიდან არიან. მაკედონია უმსხვილესი სატრანზიტო პუნქტი გახდა მიგრანტებისთვის.

banner
წინა სტატიაშიავარია ზუგდიდი-მესტიის გზაზე – დაშავებულია 15 ტურისტი (ფოტო)
შემდეგი სტატიამედვედევი: შორეული აღმოსავლეთის სახელის შეცვლაზე