“ჩვენ ვემხრობით არჩევნების ვადაში ჩატარებას,”- ეს განცხადება თავისუფალი დემოკრატების წევრმა მაია ფანჯიკიძემ გააკეთა. ფანჯიკიძე ამბობს, რომ ეს პროცესი აუცილებელი არის ქვეყნის დემოკრატიული განვითარებისკენ.
“მთავრობით უკმაყოფილება დიდი ხანია არსებობს, ეს არის საკმარისი იმისთვის რომ მთავრობამ პასუხისმგებლობა უნდა იგრძნოს. მაგრამ 1 წელია არჩევნებამდე დარჩენილი.
ეს ქვეყანა უნდა მიეჩვიოს იმას, რომ ეს არის ის ციკლი რომელიც აუცილებელი არის ქვეყნის დემოკრატიული განვითარებისთვის. ჩვენ ვემხრობით არჩევნების ვადაში ჩატარებას. მთავარია ყველანაირი გარემო შეიქმნას იმისთვის, რომ ქვეყანაში არჩევნები ნორმალურად ჩატარდეს,”- განაცხადა მაია ფანჯიკიძემ.
შეგახსენებთ, რომ ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ ქვეყანაში ფართომასშტაბიანი აქციები და სხვადასხვა პოლიტიკურ და არაპოლიტიკურ ძალასთან თანამშრომლობა უკვე დაანონსა.