“მათ უნდა გაეჭრათ ლენტი, შეეშვათ სტუდენტები და დაეწყოთ სწავლა”-დიმიტრი შაშკინი

განათლების ყოფილი მინისტრი დიმიტრი შაშკინი უარყოფს მთავრობის წევრთა განცხადებებს ბათუმის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის შენობის ამერიკული მხარის მიერ დაწუნების შესახებ. დიმიტრი შაშკინი ამ უნივერსიტეტთან დაკავშირებით მთავრობის მხრიდან მიღებულ გადაწყვეტილებას პოლიტიკურ გადაწყვეტილებად აფასებს და აცხადებს, რომ მთავრობამ თითქმის დასრულებული პროექტი მხოლოდ იმიტომ შეაჩერა, რომ ის წინა ხელისუფლებამ წამოიწყო.

„იყო ორი კვლევა საქართველოს და ამერიკის დაფინანსებით ჩატარებული, ორივე კვლევას ატარებდნენ ამერიკელები და ეს ეს დასკვნა დევს კანცელარიაში. მასში წერია, რომ საუკეთესო ადგილი ამ უნივერსიტეტისათვის იყო ბათუმი. მათ მხოლოდ უნდა გადაეჭრათ ლენტი და შეეშვათ სტუდენტები,“ – განაცხადა დიმიტრი შაშკინმა. მისივე თქმით, სწავლა ქართველი სტუდენტებისთვის სრულიად უფასო იქნებოდა.

“ნაციონალური მოძრაობის” კიდევ ერთი წევრის სერგო რატიანის განცხადებით კი უნივერსიტეტში შესასვლელად ორი საერთაშორისო დონის უმაღლესი სასწავლებელი ტენდერის გზით ჯერ კიდევ 2012 წელს გამოვლინდა. ესენი იყვნენ ობორნის უნივერსიტეტი და რამდენიმე ამერიკული უნივერსიტეტის კონსორციუმი.

შეგახსენებთ, ბათუმის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის შენობა მთავრობამ აუქციონზე გაიტანა და მისი საწყისი ფასი 25 მილიონი დოლარია.

banner
წინა სტატიაში„სახეზეა ხელისუფლების შტოებს შორის დაპირისპირება“-გიგი წერეთელი
შემდეგი სტატიაალასანიას მიაჩნია, რომ მთავრობამ გადაწყვეტილება ახალ ინიციატივაზე ფრთხილად უნდა მიიღოს