“მათი საქმე არ უნდა იყოს ძროხების საბუთების დევნა,”- ქუცნაშვილი უსაფრთხოების სამსახურზე

მათი საქმე არ უნდა იყოს ძროხების საბუთების დევნა,

“ძროხის ცნობების დევნა არ უნდა იყოს ახალი სამსახურის საქმე. ეს უნდა ვაქციოთ ძალიან პრესტიჟულ და საზოგადოების უსაფრთოხების გარანტორ სამსახურად,” – ეს განცხადება რამდენიმე წუთის წინ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე ზაქარია ქუცნაშვილმა გააკეთა.

მმართველ გუნში ახალ კანონპროექტთან დაკავშირებით განსხვავებული პოზიციები აქვთ და მასში ცვლილებების შეტანას ითხოვენ.

იურიდიულ სხდომაზე მმართველი გუნდის წევრმა თამარ კორძაიამ კანონში არსებული ხარვეზების შესახებ ისაუბრა. დეპუტატს მიაჩნია, რომ სამსახურში ცვლილებების შეტანას და გადაწყვეტილებებს მხოლოდ იუსტიციის მინისტი არ უნდა იღებდეს. კორძაია ფიქრობს, რომ ახალ უშიშროების შამსახურს პარლამენტის წინაშე ვალდებულებები უნდა გააჩნდეს.

“დღეს წულუკიანია, ხვალ სახვა იქნება და ზეგაც სხვა. არ ვფიქრობ, რომ ერთი თანამდებობის პირის გადასაწყვეტი უნდა იყოს ასეთი მნიშვნელოვანი სამსახურის მუშაობა. ეს არ შეიძლება ასე იყოს, ეს ის კანონი არ არის რაზეც ჩვენ ვსაუბრობთ.

ახალი სამსახური 1 აგვისტონ უნდა ამოქმედდეს, რის გამოც პარლამენტი ცვლილებათა პაკეტის მიღებას დაჩქარებული წესით მომდევნო კვირიდან გეგმავს. მანამ, სანამ ახალი სამინისტროსთვის ბიუჯეტი გამოიყოფა, ის შს სამინისტროს ბიუჯეტიდან 37 მილიონი ლარით დაფინანსდება.

banner
წინა სტატიაშისაპარლამენტო უმრავლესობა ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტის გადახედვაზე საუბრობს
შემდეგი სტატიანაფიც მსაჯულთა შესახებ საკანონმდებლო ინიციატივას იუსტიციის სამინიტრო სავარაუდოდ რამდენიმე კვირაში წარადგენს