ლუკა კურტანიძს პირველი კომენტარი მეუღლის მაღალ თანამდებობაზე დანიშვნის ფაქტზე

11075243_1575233552761646_2623828754629106640_oდეპუტატი ლუკა კურტანიძე მისი მეუღლის თავდაცვის მინისტრის მრჩევლის პოზიციაზე დანიშვნის ფაქტს ეხმაურება. როგორც კურტანიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა მისი მეუღლე პროფესიონალი კადრია.

“მეამაყება, რადგან ქალბატონი ხათუნა ძალიან დიდი პროფესიონალია. მეამაყება ისიც, რომ ის ჩემი მეუღლეა. საერთოდ, ჩემი გავლენა ამ შემთხვევაში ძალიან უმნიშვნელო იქნებოდა. ის არის უბრალოდ ჩემი მეუღლე და 1996 წლიდან თავისი საქმის ძალიან დიდი სპეციალისტი. მე ვამაყობ მისით”, – აღნიშნა ლუკა კურტანიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას.

შეგახსენებთ, საქართველოს თავდაცვის მინისტრის მრჩევლად ლუკა კურტანიძის მეუღლე ხათუნა მიქაცაძე დაინიშნა.

banner
წინა სტატიაშისოსო ვახტანგაშვილი – ათზე მეტმა პატიმარმა ციხიდან გათავისუფლებაზე უარი განაცხადა
შემდეგი სტატიაგოგი თოფაძე პრეზიდენტს ,,ექსკურსიაზე“ ეპატიჟება