ლუკა კურტანიძე: ეგებ მერაბიშვილიც უმწიკლოა და ტყვილად ზის ციხეში?!

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის ზურაბ გამეზარდაშვილის განცხადბას იმის შესახებ რომ ლევან გვაზავა არის წესიერი კაცი და მასზე მუქარა არ შეიძლებოდა ყოფილიყო,საპარლამენტო უმრვლესობის წევრის ლუკა კურტანიძის მწვავე რეაქცია მოჰყვა.

” ყველა ტრაგედია თუ უბედური შემთხვევა მტკივნეულია! რათქმაუნდა ის რაც მოხდა ოქროყანაში ადამიანურად მართლაც სამწუხაროა, მითუმეტეს მათი ოჯახის წევრებისათვის . …. მაგრამ არ და ვერ გავიგე ზოგი მინისტრის ფორიაქი და საქვეყნოდ პოზიცის დაფიქსირება! უფრო ვერ გავიგებ შსს მოადგილის შეფასებას ვინ იყო და არის პატიოსანი და უმწიკვლო წარსულის?!… მერაბიშვილის მოადგილის???? ! ეგებ მერაბიშვილიც უმწიკლოა და ტყვილად ზის ციხეში?!! ამ უაზრო პოზიციების დაფიქსირებისა და შეფასების შემდეგ არ უნდა გაგვიკვირდეს რომ ხალხი ძალიან გაბრაზებულია! დანარჩენს კი შიგნით გავარკვევთ! თან აუცილებლად გავარკვევთ! ისე კი შეგახსენებთ 7 ნოემბერს და 26 მაისს იქ რომ ყოფილიყავით ვნახავდი სად მიხვიდოდით და რა განცხადებას გააკეთებდით! ამ პოზიციას ღიად ვაფიქსირებ რადგან არასოდეს ვღალატობ იმ ღირებულებას რასაც სამშობლოს და ერის მართალი ერთგულება ჰქვია! და ბოლოს მე მარტო არ ვარ ასეთი პოზიციის….” – აცხადებს კურტანიძე

banner
წინა სტატიაშიმანანა კობახიძის რეაქცია დახურული თოქ-შოუების შესახებ
შემდეგი სტატიატელეკომპანია “იმედი” ლევან ვასაძემ იყიდა?