ლუკა კურტანიძე დაინტერესდა, იზრდებიან თუ არა “პატრიოტთა ბანაკებში” ახალგაზრდები ეროვნული ღირებულებებით

დეპუტატი ლუკა კურტანიძე მიიჩნევს, რომ “პატრიოტთა ბანაკებში ახალგაზრდების უმსგავსო ზრდას ჰქონდა ადგილი”.
“პატრიოტთა ბანაკების” თემა კურტანიძემ ახალგაზრდულ საქმეთა და სპორტის კომიტეტის სხდომაზე დასვა, სადაც ბავშვთა და ახალგაზრდობის განვითარების ფონდის მიერ 2013-2014 წლებში გაწეული საქმიანობის ანგარიში და სამომავლო გეგმები მოისმინეს. კითხვით მან ფონდის დირექტორს, ირაკლი ჟორჟოლიანს მიმართა.
“წლების განმავლობაში რამდენად მანკიერი იყო ახალგაზრდებისადმი მიდგომა, ჩვენ კარგად ვიცით. რაღაც “პატრიოტთა ბანაკები” და ახალგაზრდების უმსგავსო ზრდა რომ იყო… იქ ახალგაზრდები არ ვიცით, რა კუთხით იზრდებოდნენ და ა.შ. რა ცვლილებებია ამ მხრივ? სისტემა შეიცვალა თუ არა და ახალგაზრდები იზრდებიან თუ არა ეროვნული ღირებულებებით? დამთავრდა თუ არა ახალგაზრდების ის უმსგავსო აღზრდა, რაც ჩვენ კარგად ვიცით და ერთად გამოვიარეთ”, – განაცხადა კურტანიძემ კომიტეტის სხდომაზე.
როგორც პასუხად ჟორჟოლიანმა განმარტა, სამინისტროს პოლიტიკაა მაქსიმალური დეპოლიტიზირება. მისი თქმით, ბანაკის სისტემის ფილოსოფიაა, რომ ეს ბანაკი არ უნდა იყოს კომკავშირებების აღზრდის ინკუბატორი.
“აუცილებელია, იგი წარმოადგენდეს ისეთ ჯანსაღ ახალგაზრდებს, რომლებიც ეროვნულ მოტივებზე იქნებიან გაზრდილი, იქნებიან ორიენტირებული ცხოვრების ჯანსაღ წესზე ვიდრე მანკიერ თვისებებსა და მიმართულებებზე”, – აღნიშნა ირაკლი ჟორჟოლიანმა.

banner
წინა სტატიაშიირაკლი ღარიბაშვილი – იმ ტერიტორიის შესყიდვა, სადაც განსაკუთრებულ დავალებათა სამხარეო სამმართველო გაიხსნა, ვანო მერაბიშვილის მამას ერთ ლარად სურდა
შემდეგი სტატიაფედერიკა მოგერინი – ვიზების ლიბერალიზაციის პროცესზე გადაწყვეტილება ქვეყნის დამსახურების მიხედვით უნდა მივიღოთ