ლუკაშენკო: ებრაელები კონტროლქვეშ აიყვანეთ

get_imgბელორუსის პრეზიდენტმა ალექსანდრ ლუკაშენკომ, ბელორუსის ხალხისა და ეროვნული კრებისადმი მიმართვის სიტყვით გამოსვლისას, კრიტიკის ქარცეცხლი დაატეხა უმსხვილესი ინტერნეტ-პორტალის  მფლობელს, ეროვნებით ებრაელ იური ზისერს… და მინსკის აღმასკომის შეფს ერთი წლის წინან გაცემული დავალების შესრულება და ებრაელების გაკონტროლება მოსთხოვა…

ლუკაშენკომ თავის გამოსვლაში მიმართა მინსკის აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარეს სემიონ შაპიროს შემდეგი სიტყვებით: ,, მა მაძლევენ ცნობებს, რომ სადღაც მის ,,ტუტ ბაიზე,, (ინტერნეტ პორტალი)… სემიონ ბორისოვიჩ, ეს თქვენი ზისერი არაკეთილსინდისიერად იქცევა… სანამდე უნდა იმუშაოთ ამ კაცთან… ვერაფრით ვერ ვახდენთ ამ ადამიანის ნორმალიზებას… მე გთხოვეთ ერთი წლის უკან, რომ ყველა ებრაელი კონტროლქვეშ აგეყვანათ,, განაცხადა ლუკაშემკომ

თავად იური ზისერმა ლუკაშენკოს გამონათქვამზე კომენტირებისას განაცხადა, რომ მას არ სწყინს რომ ებრაელად მოიხსენიებენ… ,,პირიქით  მეამაყება და მომწონს ჩემს ეროვნებას რომ მახსენებენ… მე მესმის, რომ რასაც ჩემი ორგანიზაცია აკეთებს შეიძლება ბევრს არ მოსწონდეს, მაგრამ ვერ ვიგებ როგორ უნდა გააკონტროლონ ყველა ებრაელი… ეს ხომ ორგანიზაცია არა არის?! ეროვნებაა…,, აცხადებს ზისერი

banner
წინა სტატიაშიუკრაინაში მაცხოვრის ხატს სისხლის სდის (VIDEO)
შემდეგი სტატია,,ღამის მგლებმა,, საქართველოში ,,ტამბოველი მგლები,, გამოაცილეს