ლომი სესილის მკვლელის სახლს ფლორიდაში აქტივისტებმა წარწერები გაუკეთეს

ფლორიდაში ამერიკელი დანტისტის უოლტერ პალმერის სახლს აქტივისტებმა წარწერები მიახატეს. პალმერმა ზიმბაბვეში ტურისტების საყვარელი ლომი სესილი მოკლა.
სააგენტოს ინფორმაციით აქტივისტებმა პალმერის სახლზე დააწერე “ლომის მკვლელი” და მისი სახლის ეზოში ღობის ჩლიქები დაყარეს.
ამერიკელმა დანტისტმა სოციალური ქსელებით ლომის მკვლელობის შემდეგ არა ერთი მუქარა მიიღო. მისი ოფისის გვერდით კი რამდენიმე საპროტესტო აქცია გაიმართა.

ზიმბაბვეს ყველაზე ცნობილი ლომი სესილი 30 ივნისს ჯერ ისრით დაჭრეს და შემდეგ ტყვია ესროლეს. არალეგალური ნადირობისთვის პალმერმა 54 ათასი დოლარი გადაიხადა. მის წინააღმდეგ ზიმბაბვეში სისხლის სამართლის საქმე აღიძრა. თუკი მას ბრალს დაუდასტურებენ, 10 წელს და ჯარიმას მიუსჯიან.

თვითონ პალმერი იძულებული გახდა საკუთარი კლინიკა დაეხურა და ქვეყანა დაეტოვებინა.

banner
წინა სტატიაშიეს იქნება ფართომასშტაბიანი სამართლებრივი ომი – ნიკა გვარამია ქიბარ ხალვაშის სამართლებრივ დავაზე
შემდეგი სტატიახიროსიმა და ნაგასაკი: ატომური ერის დასაწყისი