ლოთი ქობალია ჯაჯანიძის შოუს ეხმიანება

ვახტანგ (ლოთი) ქობალია, ხუთშაბათს გია ჯაჯანიძის შოუში ,,სხვა რაკურსით,, განვითარებულ მოვლენებს და მისი მისამართით გაჟღერებულ ბრალდებებს სოციალურ ქსელში ეხმიანება…

,,ამ ბინძურ ხალხთან, არანაირი შერიგება!. ვისაც ჯერ კიდევ გათვითცნობიერებული არა აქვს თუ რა უბედურება დაატრიალეს ქვეყანაში მათთან არანაირი ლაპარაკი, მოლაპარაკებაზე, ხომ ზედმეტია ლაპარაკი. შევარდნაძის ქეცუნიასთან ე ლ ე ნ ე ს თ ა ნ ქვეყნის დამაქცევარ იდეოლოგთან მისალმებაც არ გეკადრებათ. მე ბევრ მხედრიონელს შევხვედრივარ და ბევრთან ვმეგობრობ კიდეც, მათთან ბევრჯერ მქონია საუბარი და 2008 წლის ცნობილი მოვლენების დროს ერთად ვიყავით სამაჩაბლოში. რასაკვირველია იყვნენ და ერიათ ისეთებიც როგორებიც ჩვენც გვეტმასნებოდნენ, მაგრამ მათაც სპეციალურად უტეხდნენ სახელს რათა სამთავრობო ჯარებს არ დაბრალებოდათ. გაიხსენეთ ტყიბულის ბატალიონი ზუგდიდში. ყარყარაშვილის და ქუთათელაძის ვოიაჟი რუხში პირადად ჩემს სახლში ჩაყენებული ეგზეკუცია და გაძარცული მეზობლები.შევარდნაძის შსს მინისტრის მიერ დახვრეტილი ექვსი ახალგაზრდა. მათგან გასამართლდა ვინმე? რამდენის ჩამოთვლა კიდევ შეიძლება, მაგრამ ყველაზე დიდი ცოდვა რაც ჩვენს ერს ადევს კისერზე ეს არის ერის მიერ არჩეული პრეზიდენტის მკვლელობა რაც ჯაჯანიძის გადაცემაში ერთხელაც არ გაჟღერებულა და არავის გამოუძიებია, რადგან მკვლელობის შემკვეთები და შემსრულებლები თვითონ იყვნენ. აბა რა ვთქვა თევდორაძეზე რომელიც თურმე გუგეშაშვილზე ექსპერიმენტებს აკეთებდა, იქნებ ვკითხოთ თევდორაძეს დარჩელელებმა თვითონ ხო არ წაუკიდეს თავიანთ სახლ-კარს? კიდევ გამოდიხართ ტელევიზიით და მამლაყინწასავით კისერ მოღერებულები უსინდისოდ ამბობთ სიცრუეს. ქართველმა ერმა ძალიან კარგად იცის ვინ -ვინ არის. დადგება განკითხვის ჟამი.

აქედან, საჯაროდ მინდა მივმართო საქართველოს გენერალურ პროკურორს გამოძიებული იქნეს ჟურნალისტ დათო ბოლქვაძის საქმე თუ რა ვითარებაში დაიღუპა. .. ჩემი ბრალეულობის შემთხვევაში, მზად ვარ ერის წინაშე საჯაროდ ვაგო პასუხი. წინაღმდეგ შემთხვევაში ის ვიგინდარები რომლებიც არ არიან გარკვეულები და ამით სურთ ჩირქი მოსცხონ კანონიერ ხელისუფლებას მის მთავარ სარდალს და ამით იმართლონ თავი ერის წინაშე. საჯაროდ ვაცხადებ, ჩვენ მართლები ვართ და დანაშაული კიარა შეცდომის დაშვებასაც გამოვრიცხავ. მოგიწოდებთ გამოძიებული იქნეს 1991-93 წლის დანაშააულებრივი ყველა დეტალები და მომავალ თაობას მაინც დაუტოვოთ ჟეშმარიტი მამულიშვილების საქმე.,, აცხადებს ქობალია

banner
წინა სტატიაშისაგარეო საქმეთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებს
შემდეგი სტატიალალი კვარაცხელია რუსეთის ჩემპიონი გახდა