ლიტვინენკოს ოჯახის ადვოკატი: მკვლელობა პუტინმა შეუკვეთა

ლიტვინენკოს ოჯახის ადვოკატი: მკვლელობა პუტინმა შეუკვეთა

ლიტვინენკოს ოჯახის ადვოკატი: მკვლელობა პუტინმა შეუკვეთა«რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა პირადად გასცა ალექსანდრ ლიტვინენკოს მოკვლის განკარგულება» – ამის შესახებ ლიტვინენკოს ოჯახის ადვოკატმა ლონდონში მიმდინარე სასამართლო პროცესზე გააკეთა გაცხადება. ბენ ემერსონმა თქვა, რომ საქმის მასალებში რუსეთის სახელმწიფოს მკვლელობაში უშუალო მონაწილეობა «დამაჯერებლად არის დამტკიცებული».
მისი მტკიცებით, კრემლს ლიტვინენკოს მოკვლა სჭირდებოდა და ამისთვის გაიღო კიდეც ყველაფერი. მისი თქმით, სამეცნიერო ექსპერტიზამ დაადასტურა, რომ ყოფილი აგენტი დმიტრი კოვტუნის და ანდრეი ლუგავოის მიერ არის მოკლული.
ბენ ემერსონი ხაზს უსვამს იმას, რომ პუტინი თანდათან «პატარა იზოლირებულ დესპოტს და ფსიქოლოგიურად გაუწონასწორებელ ძალაუფლებისმოყვარე ადამიანს ემსგავსება». ადვოკატის სიტყვებით, რუსეთის პრეზიდენტი და მისი გარემოცვა «დანაშაულებებში პირდაპირ არიან ჩართულები» და მზად არიან «მოკლან ყველა, ვინც კი გზად გადაუდგებათ».
“თუკი დამნაშავე რუსეთის სახელმწიფოა, ესე იგი, დამნაშავე პუტინია. არა იმ გაგებით, რომ მან, როგორც ხელმძღვანელმა საკუთარი ჩინოვნიკებზე პასუხისმგებლობა უნდა აიღოს, არამედ იმიტომ, რომ, მან პირადად გასცა მტრის ლიკვიდაციის ბრძანება, რომელიც მას და მის ბანდიტებს ხელს უშლიდა” – განაცხადა ემერსონმა.
მოკლულის ქვრივი, მარინა ლიტვინენკო ამბობს, რომ «მკვლელები და მისი პატრონები გაშიფრული არიან». მარინა ლიტვინენკოს თქმით, მის ქმარს ფედერალურ ბიუროში და მაღალ ეშელონებზე არსებული კორუფციის გამოაშკარავება უნდოდა.
რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის პრეს-მდივანმა დმიტრი პესკოვმა ბიბისისთან განაცხადა, რომ კრემლი ლონდონის უმაღლეს სასამართლოს ნდობით არ უყურებს.
ადვოკატმა რიჩარდ ჰორუელმა, რომელიც სკოტლენდ-იარდის ინტერესებს იცავს, თქვა, რომ ანდრეი ლუგავოის და დმიტრი კოვტუნის დანაშაულებები საქმესთან დაკავშირებით მაშინათვე გამოიკვეთა.
«თუკი გახსოვთ, ლიტვინენკოს გარდაცვალებისთანავე ისმოდა იგივე ბრალდება, როგორც ბრიტანეთის ოფიციალური პირებისგან, ასევე იმათგანაც, ვინც შემდეგ ჩართული იყო გამოძიებაში. ასე, რომ ეს ჩვენ უკვე ვიცით. მსგავსი განცხადებები გამოძიებასთან რაიმე სახის კავშირის გარეშე კეთდება. ახლა, ეტყობა, მათ რაღაც დაამატეს, რომ უფრო დამაჯერებლად ჟღერდეს ბრალდება» – ამბობს პესკოვი ჰორუელის მიერ გაკეთებულ კომენტარზე.

banner
წინა სტატიაში“კახიშვილის გამინისტრება და მღებრიშვილის შსს მინისტრად დანიშვნა, გააძლიერებს ღარიბაშვილის პოზიციებს” – ჯუმბერ კირვალიძე
შემდეგი სტატიაირაკლი ღარიბაშვილი: კახა კახიშვილის დანიშვნა მკაფიო გზავნილია, რომ რეფორმირების პროცესში სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობა გაიზრდება