ლიტველებს ომსა და ოკუპაციისთვის ამზადებენ

რუსეთის მიერ ყირიმის ოკუპაციის შემდეგ ლიტვაში არ ცხრება დისკუსია, რას იზამდნენ ლიტველები რუსეთს მათი ხელახალი ანექსია რომ მოეხდინა. 1940 წელს ლიტვის მიერთების შემდეგ ქვეყანა 50 წელი იყო საბჭოთა კავშირის შემადგენლობაში. უკრაინის მოვლენებმა ლიტვის მთავრობა აიძულა იფიქროს იმაზე, რას

იზამს ქვეყანა იმ შემთხვევაში, თუკი რუსეთი მათ ოკუპაციას მოახდენს. ლიტვის თავდაცვის სამინისტრომ გამოსცა წიგნი „რა უნდა ვიცოდეთ ექსტრემალური სიტუაციებში ომის შემთხვევაში.“

წიგნში შესულია პრაქტიკული რჩევები მოსახლეობისადმი რა და როგორ უნდა გაკეთდეს სამხედრო კონფლიქტის დროს და როგორ უნდა გაიზარდოს ცოცხლად დარჩენის შანსი. მართალია, ქვეყნის თავდაცვის მინისტრი პრეზენტაციაზე ამშვიდებდა ყველას, რომ ლიტვას ომში არ ემუქრება და თუკი ამის საშიშროება დადგება, მოსახლეობას წინასწარ ექნება ინფორმაცია. წიგნში დიდი ყურადღება ე.წ. ჰიბრიდულ ომს ექცევა, როცა ჯარისკაცები დროშის და ნიშნების გარეშე იბრძვიან. წიგნში მოსახლეობას მოუწოდებენ „მწვანე ადამიანების“ გამოჩენის შესახებ დაუყოვნებლივ აცნობონ პოლიციას.

banner
წინა სტატიაში“გაზპრომი” ევროპისთვის უკრაინის გავლით გაზის მიწოდებაზე უარს ამბობს
შემდეგი სტატიაGoogle Glass წარმოებიდან მოიხსნა