ლიტვაში შესაძლებელია კგბ-ს აგენტების სია გამოაქვეყნონ

кгбლიტვას მთავრობა შესაბამისი კანონის მოქმედების ვადის ამოწურვის შემდეგ მზად არის გამოაქვეყნოს „კგბ“-ს აგენტების სია, რომლებმაც ნებაყოფლობით აღიარეს თანამშრომლობის შესახებ.
კანონის ვადა 15 წელი იყო, რაც იმ ადამიანების მონაცემების შენახვას გულისხმობდა, რომელბიც საბჭოთა კავშირის დროს უშიშროებასთან თანამშრომლობდნენ. ლიტველი პოლიტიკოსების ნაწილი მომხრეა სია საჯარო გახდეს.
საბჭოთა კავშირის დაშლამდე ბოლო 6 წელი ლიტვაში ოფიციალურად 6 ათასი ადამიანი თანამშრომლობდა უშიშროებასთან, მათგან მხოლოდ 1589 ადამიანმა აღიარა თანამშრომლობა, მათ შორის ბევრი მეცნიერი, სხვადასხვა კონფესიის მსახური და სხვა არიან. ლიტვაში „ავერბოვკებდნენ“ თითქმის ყველა სფეროს წარმომადგენლებს.
ლიტვის საბჭოთა კავშირში ყოფნის მანძილზე უშიშროებასთან 100 ათასზე მეტი ადამიანი თანამშრომლობდა.
„იმ ადამიანების სიის გამოქვეყნება, რომლებმაც თანამშრომლობა აღიარეს, სხვადასხვა მიზეზით არ არის კორექტული 1. ეს მათი გაყიდვა იქნება, 2. სახელმწიფოს ულახავს ავტორიტეტს და 3. ჩვენ მათ დარტყმის ქვეშ ვაყენებთ“ – წერს დეპუტატი არვიდას ანუშაუსკასი.
თავის მხრივ, უშიშროების და ეროვნული უსაფრთხოების საპარლამენტო კომიტეტის ხელმძღვანელი არურას პაულაუსკასი ამბობს, რომ „რუსეთი ისევ ცდილობს ყოფილი კონტაქტების რეანიმირებას. მისი თქმით, კომიტეტმა მიიღო ბევრი შეტყობინება იმაზე, რომ მათი ხელახლა გადაბირების მცდელობები იყო, რაც მისი თქმით, რუსეთის სპეცსამსახურების მორიგ მცდელობას გავს.
ჯერჯერობით სიის გამოქვეყნების საკითხი გადაწყევეტილი არ არის.

banner
წინა სტატიაში,,ყველა პარლამენტარს ვინც ,,LGBT,, დროშა აფრიალა თავზე საღებავს გადავასხამთ,,
შემდეგი სტატიაგზების დეპარტამენტის თავმჯდომარემ თანამდებობა დატოვა