ლიტვაში პროპაგანდის გამო “РТР-Планета” გათიშეს

planet_rtrლიტვამ, ევროკავშირის ისტორიაში პირველმა, სამი თვით ტელეარხ”РТР-Планета”-ას მაუწყებლობა გათიშა. არხი ევროპის ტერიტორიაზეა დარეგისტრირებულია.
ტელეკომპანია “РТР-Планета” რუსული არხის “Россия 1”-ის საერთაშორისო ვერსიაა. არხმა, ლიტვის ხელისუფლების აზრით, დაარღვია კანონი საზოგადოების ინფორმირებულობის შესახებ. მათი განცხადებით, “РТР-Планета,” რომელიც ევროპაში შვედური კომპანიის მეშვეობით მაუწყებლობს, შემჩნეულია პროპაგანდის გავრცელებაში, ეროვნებათშორისი შუღლის გაღვივებასა და ომისკენ მოწოდებაში,“ რაც ლიტვის კანონმდებლობით კანონის დარღვევად ითვლება.
„ყველაფერი {ომისკენ მოწოდება, შუღლის გაღვივება} ამ არხზე ხდება. ეს კომპეტენტურმა დაწესებულებამ, სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტმა დაადგინა“ – განაცხადა კომისიის თავმჯდომარემ ედმუნდუს ვაიტეკუნასმა.
გადაწყვეტილება სამი თვით იქნა მიღებული მას შემდეგ, რაც რუსეთის დუმას დეპუტატმა ვლადიმირ ჟირინოვსკიმ 18 იანვარს გადაცემაში „კვირა საღამო ვლადიმირ სალავიოვთან ერთად“ რუსეთს მოუწოდა „პატარა, მაგრამ გამარჯვების მომტანი ომისკენ დონბასში, კიევსა და ბრიუსელში.“
როგორც კომისიაში აცხადებენ, ჟირინოვსკის ამ და სხვა გამონათქვამების ყურადღების მიღმა დატოვება, რადგანაც ის რუსეთში სერიოზულ თანამდებობას იკავებს და ოფიციალური რუსეთის პოზიციას გამოხატავს, არ შეიძლება.
გადაწყვეტილება არხის გათიშვის შესახებ შაბათს, 13 აპრილს შევა ძალაში. ლიტვური კანონების მიხედვით მისი სასამართლოში გასაჩივრება არ შეიძლება.
რამდენიმე ხნით ადრე ტელე-რადიო მაუწყებლობის კომისიამ რამდენიმე რუსეულ არხს კონტრაქტი შეუწყვიტა, თუმცა, გადაწყვეტილება ტელეარხის სრულად გათიშვაზე პირველად იქნა მიღებული, თუკი მხედველობაში არ მივიღებთ საკაბელო ქსელების მეპატრონეების მიერ პირადი სურვილით გათიშულ რუსეულ არხებს.
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ლიტვის სახელმწიფო კომისიის გასაწყვეტილებას არხის სამი თვით გათიშვასთან დაკავშირებით „ევროკავშირის მედიასივრცეში უპრეცენდენტო“ ფაქტი უწოდა, მათი თქმით, „გადაწყვეტილება ასევე პოლიტიკურად იყო მოტივირებული“.
ასევე, სამინისტროს აზრით „ლიტვაში უკიდურესად მძიმე სიტუაციაა მედიაზე ზეწოლის და ჟურნალისტების დევნის კუთხით,“ რაც გამოწვეულია „სრულმასშაბური პოლიტიკური ცენზურით და დემოკრატიული სახელმწიფოს ნორმებთან შეუსაბამობებით.“
მოსკოვი დარწმუნებულია, რომ არხის გათიშვაზე ბრიუსელი სახალხო რეაქციას გამოხატავს, რადგანაც ვილნიუსმა, რუსეთის აზრით „საკუთარი საერთაშორისო ვალდებულებები უხეშად დაარღვია.“

banner
წინა სტატიაშიუმაღლესმა რადამ კომუნისტური და ნაცისტური სიმბოლიკები აკრძალა
შემდეგი სტატიარატომ ვერ ახერხებს შალვა აბულაძის ადვოკატი დაკავებულთან შესვლას?