ლიბიის სანაპიროზე ისლამისტებმა რუსული გემი დააკავეს

ლიბიის სანაპიროზე ისლამისტებმა რუსული გემი დაიჭირეს

ლიბიის სანაპიროზე ისლამისტებმა რუსული გემი დაიჭირესლიბიის ნაპირებთან დაკავებულია რუსული დროშის ქვეშ მცურავი ნავთობის ტანკერი “Механик Чеботарев”, რომლის ბორტზე ეკიპაჟის 12 წევრი იმყოფება. ტანკერი მალტადან ლიბიის პორტ ზავიაში მიცურავდა, როცა ლიბიის სამხედრო გემმა გააჩერა.

ბორტზე ამოსულ ლიბიელ სამხედროებს ტანკეტის გაჩერების მიზეზები არ აუხსნიათ. ეკიპაჟის ორი წევრი სამხედრო გემზე გადასვეს და კაპიტანს უბრძანეს მათ გაყოლოდა. “Механик Чеботарев-ის კაპიტანმა მოასწრო მომხდარის შესახებ საკუთარი კომპანიისთვის დაერეკა და საგანგაშო სიგნალისთვის დაეჭირა” – ამბობენ გემის მფლობელ კომპანიაში.

მათივე მონაცემებით, ტანკერი ტრიპოლის პორტისკენ გაემართა, სადაც ეკიპაჟს დოკუმენტები და ტელეფონები ჩამოართვეს.

“მიმდინარე მომენტში მეზღვაურები გემის ბორტზე იმყოფებიან. მათი მომავალი არავინ იცის, მაგრამ ცნობილია, რომ მათ მიმართ მუქარები ხორციელდება” – ამბობენ გემის არენდატორ კომპანიაში. მათ ოფიციალური მოთხოვნები ან განცხადებები ჯერჯერობით არ მიუღიათ.
ტრიპოლი მიმდინარე მომენტში საერთო პროისლამისტური კონგრესის კონტროლ ქვეშაა, რომელიც მუამარ კადაფის რეჟიმის შემდეგ ჩამოყალიბდა.

banner
წინა სტატიაშიუკრაინამ ბერლუსკონი პერსონა ნონ გრატად გამოაცხადა
შემდეგი სტატიაელტონ ჯონი: მე ისევ მინდა პუტინთან შეხვედრა+ ვიდეო