ლია ელიავა-„ლარს კურსი არც გააჩნია, ის არაკონვერტირებადი ვალუტაა, რომელიც საქართველოშიც არავის სჭირდება“

ლია ელიავა:-„ლარს კურსი არც გააჩნია, ის არაკონვერტირებადი ვალუტაა, რომელიც საქართველოშიც არავის სჭირდება“

ლია ელიავარით არის გამოწვეული ინფლაცია, რას უნდა ველოდეთ და სად არის გამოსავალი? ეკონომიკის ექსპერტი, ლია ელიავა მიიჩნევს, რომ მწვავე საბანკო კრიზისის დროსაც შესაძლებელია ინფლაციის შეჩერება და იმაზე, რაც ქართულ ბიუჯეტში ხდება, პასუხისმგებელი ეროვნული ბანკია.
-„ინფლაცია გამოწვეულია იმით, რომ კომერციულ ბანკებს სჭირდებატ დამატებითი უცხოური ვალუტა და ეროვნული ბანკი მათ მოთხოვნას არ აკმაყოფილებს.
მწვავე საბანკო კრიზისის დროსაც შესაძლებელია ინფლაციის შეჩერება. ამის გაკეთება შეუძლია მხოლოდ ეროვნულ ბანკს სავალუტო ინტერვენციების განხორციელებით. კონკრეტულად რა ხდება დღეს საბანკო სექტორში? ლარის კურსის ვარდნა გამოწვეულია იმით, რომ კომერციულ ბანკებს სჭირდებათ დამატებითი უცხოური ვალუტა, მეტწილად ამერიკული დოლარი და ამას ითხოვენ ეროვნული ბანკისგან. წინა წლებში ეროვნული ბანკი ამ მოთხოვნას აკმაყოფილებდა, გამოჰქონდა და ყიდულობდნენ კომერციული ბანკები. ეს ნორმალური მოვლენაა და ჩვენთან ამის საჭიროება წელიწადში ორჯერ მაინც დგება.

უნდა ითქვას ისიც, რომ საქართველოში უმძიმესია ტენდერების პრობლემა. ტენდერებში მონაწილე ფირმები არაკვალიფიციურია და არჩევნის მათზე შეჩერება ფულის წყალში გადაყრის ტოლფასია, თორემ ხელფასებსა და სხვა ხარჯებს სახელმწიფო მშვენივრად ართმევს თავს.
ეროვნული ბანკს შეუძლია “ერთი ერთზე” გააჩეროს ვალუტის კურსი. რაც შეეხება ლარს, მას კურსი არც გააჩნია. ის არაკონვერტირებადი ვალუტაა, რომელიც საქართველოშიც არავის სჭირდება, რადგან ეკონომიკაში უცხოური ვალუტის მოცულობა აჭარბებს ლარისას. საქართვლოს არ აქვს ისეთი ექსპორტი, რომ მის ლარს რაიმე მსყიდველობითი მნიშვნელობა ჰქონდეს.

lia eliava

ეროვნული ბანკის პროგნოზები არასდროს არ მართლდება, მისი პროგნოზები ყოველთვის შორს დგას ინფლაციის რელურ მაჩვენებლებთან, ამიტომ მათზე დაყრდნობით ეკონომიკური გეგმების შემუშავება მე არასწორად მიმაჩნია.
საქართველოში ლარის კურსის ჩამოყალიბებას ზურგს არ უმაგრებს ქვეყანაში მიმდინარე ეკონომიკური პროცესები. ეს არის წმინდა სპეკულაციური და კომერციული ბანკების საჭიროებისათვის არსებული გარიგებების შედეგად ჩამოყალიბებული კურსი. ამიტომაც ლარი პერიოდულად უფასურდება. როდესაც რომელიმე კომერციულ ბანკს დასჭირდება უცხოური ვალუტა, მას ბაზარზე გამოაქვს დიდი ოდენობით ლარი, რომელიც აუფასურებს ლარის კურსს. ეროვნული ბანკი ვერ აკონტროლებს იმ პროცესებს, რომელიც ლარის კურსზე ახდენენ ზეგავლენას-„ამბობს ექსპერტი.

banner
წინა სტატიაშივლადიმირ პოზნერის შიშველი სელფი ბილანის პასუხად (ფოტო)
შემდეგი სტატიაცნობილ ტელეჟურნალისტს ინგა გრიგოლიას ლამბერსექსუალური იმიჯი არ მოსწონს