ლე პენმა აშშ რუსეთის დისკრედიტაციაში დაადანაშაულა

საფრანგეთის ნაციონალური ფრონტის ხელმძღვანელი მარინ ლე პენი თვლის, რომ აშშ რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმირ პუტინის მოქმედებების დისკრედიტაციას ცდილობს, როცა ფიქრობს, რომ რუსეთის საჰაერო დარტყმების მიზანი არა მხოლოდ ისლამური სახელმწიფოა.

“აშშ პროპაგანდისტულ ომშია ჩართული და რუსეთს ებრძვის. ეს ეჭვები რუსეთის საჰაერო დარტყმების შესახებ ვლადიმერ პუტინის მოქმედებების დისკრედიტაციაა” – განაცხადა ლე პენმა და დაამატა, რომ თვითონ ერთ-ერთი იმათგანია, ვისზეც ამერიკული პროპაგანდა არ მოქმედებს.

ნაციონალური ფორონტის ლიდერმა თქვა, რომ ბაშარ ასადი და მის დაქვემდებარებაში მყოფი სირიის არმია ისლამურ სახელმწიფოსთან ბრძოლოს ავანგარდში არიან, ამიტომ დაჯგუფებაზე გამარჯვების სხვა გზა არ არსებობს გარდა ოფიციალურ მთავრობასთან თანამშრომლობა.

რუსული ავიაციის სირიაში ოპერაცია 30 სექტემბერს დაიწყო. იმავე დღეს რუსეთის თავდაცვის სამინსიტრომ გაავრცელა ინფრმაცია, რომ თვითმფრინავებმა 20-მდე გაფრენა განახორციელეს და ისლამური სახელმწიფოს ობიექტებს წერტილოვანი დარტყმები მიაყენეს. დასავლურ და ამერიკულ მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, გუშინ რუსეთის სამხედრო ძალების მიერ დაბომბილ არც ერთ ადგილას ტერორისტული დაჯგუფება ისლამური სახელმწიფო დისლოცირებული არ ყოფილა.

banner
წინა სტატიაშიგიორგი ვაშაძე: პარლამენტი უბრალოდ ყველაფერს “გაუპრავებს” ხელისუფლებას”
შემდეგი სტატიაApple-მა ჭკვიანი ბეჭედი დააპატენტა