ლეღვის ფოთლის ნახარშით დამწვრობა ოთხმა პაციენტმა მიიღო

დამწვრობის ცენტრში ლეღვის ფოთლის ნახარშით მიღებული დამწვრობით ოთხი პაციენტი შეიყვანეს.

როგორც დამწვრობის ცენტრის ხელმძღვანელმა გუგა ქაშიბაძემ განაცხადა თბილისიდან ერთდროულად ოთხი პაციენტი ქალბატონი სტაციონარში გუშინ შეიყვანეს.

ორ მათგანს ამბულატორიული მკურნალობა დაენიშნა, ხოლო ორი პაციენტისთვის ჰოსპიტალური მკურნალობა გახდა საჭირო.

გუგა ქაშიბაძის განცხადებით, პაციენტების მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა.

წელს, დამწვრობის ცენტრში ლეღვის ფოთლის ნახარშით მიღებული დამწვრობით სულ ექვსი პაციენტი შევიდა.

banner
წინა სტატიაშიმაშველები მოქალაქეებს ურჩევენ, ზღვაში შესვლისგან თავი შეიკავონ
შემდეგი სტატია„თბილისის ბიუჯეტში თანხები არასწორადაა წარმოდგენილი“, – ირაკლი აბესაძე