ლეონიდ თიბილოვის სიძემ თავი მოიკლა

ე.წ სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო პრეზიდენტის, ლეონიდ თიბილოვის სიძე გუშინ, ცხინვალში გარდაცვლილი იპოვეს.

ამის შესახებ “ეხო კავკაზა” იტყობინება. წინასწარი ცნობით, თიბილოვის ნათესავმა, ვადიმ ვალიევმა თავი მოიკლა.

ვალიევი ე.წ სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო გენერალურ პროკურატურაში მუშაობდა, ის 41 წლის იყო. მისი მეუღლე და თიბილოვის ქალიშვილი მარინა თიბილოვა კი ე.წ რესპუბლიკის ფინანსთა დე ფაქტო მინისტრის მოადგილის პოსტს იკავებს. მომხდარის მიზეზები ჯერ უცნობია.

banner
წინა სტატიაშიფოთში რუსეთის დროშით მცურავი გემი 65000 ლარით დააჯარიმეს
შემდეგი სტატიალუკა კურტანიძე დეპუტატი ხდება