ლეიბორისტები “შუღლის შესახებ” კანონპროექტს აკრიტიკებენ

ლეიბორისტები "შუღლის შესახებ" კანონპროექტს აკრიტიკებენ“ლეიბორისტული პარტიის” ლიდერი, შალვა ნათელაშვილი, მიიჩნევს, რომ პარლამენტში ინიცირებული კანონპროექტი კონსტიტუციასთან შეუასაბამოა.

მისი განმარტებით, შუღლის კანონი ეწინააღმდეგება მსოფლიოში აღიარებულ დემოკრატიისა და გამოხატვის პრინციპებს.

„უკვე სრულიად გაკოტრებული რეჟიმის გადასარჩენად, ქურდ მილიონერთა კრიტიკისათვის, ხელისუფლება აწესებს 5-დან 15 წლამდე ციხეს, პარტიის ლიკვიდაციას და ნათლავს ამას სოციალურ შუღლად,“-განაცხადა „ლეიბორისტული პარტიის ლიდერმა“ შალვა ნათელაშვილმა.

პარტიის ლიდერი, საქართველოს პრეზიდენტს მიმართავს, გამოიყენოს ვეტო და დაბლოკოს აღნიშნული კანონი.

banner
წინა სტატიაშიუკრაინის საზღვართან რუსეთი სამხედრო სწავლებებს ატარებს
შემდეგი სტატიაირაკლი ღარიბაშვილი ჯო ბაიდენს შეხვდება