ლევან ყიფიანი – მე ვაფრთხილებ ყველას, ნუ დაბრუნდებით უკან, რაზეც უარი ვთქვით რამდენიმე წლის წინ

სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა უკვე ყოფილი მინისტრი ლევან ყიფიანი პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს წერილით მიმართავს. როგორც ყიფიანმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, წერილში ყველა იმ კითხვაზეა პასუხი, რომელიც ბოლო თვეების განმავლობაში მისი და უწყების გუნდის მიმართ სპორტის საპარლამენტო კომიტეტის მხრიდან დაისვა.

“ყველა იმ კითხვაზე, რომელიც დაისვა, ყველა იმ ტყუილზე, რომელიც ჩემი და სამინისტროს მისამართით ითქვა, პასუხები გაცემულია ვრცელ წერილში, რომლითაც მივმართავ პრემიერ-მინსიტრს, თუმცა სწორედ იმის გამო, რომ არ მინდა, გავხდე სპეკულაციის ნაწილი, ვტოვებ ჩემ თანამდებობას. იმედია, საზოგადოება სწორად გაიგებს ამ გადაწყვეტილებას. მე ვრჩები სპორტში და მზად ვარ, მწვავე კითხვებს მომავალშიც გავცე პასუხი – სუფთა რეპუტაციით, სუფთა ხელებით, გახსნილი გულით და ერთიანი ძალისხმევით”, – განაცხადა ლევან ყიფიანმა. ამასთან, მან პრემიერსა და სპორტისა და ახალგაზრდობის მომავალ მინისტრსაც მიმართა და მოუწოდა, რომ უწყებაში დანერგილი კურსი შეინარჩუნონ. “ვთხოვ პრემიერ-მინისტრს და იმ ახალ მინისტრსაც, რომელიც მოვა – შეინარჩუნონ ის კურსი, რომელიც მიზნად დაისახა სამინისტრომ ამ მოკლე ხანში და ნუ იქნება უკან დაბრუნების მცდელობა. მე ვაფრთხილებ ყველას, ნუ დაბრუნდებით უკან, რაზეც უარი ვთქვით რამდენიმე წლის წინ”, – აღნიშნა ყიფიანმა.

banner
წინა სტატიაშიბასტი-ბუბუს მთავრობა– ირაკლი ალასანია
შემდეგი სტატიალევან ყიფიანი სპორტის კომიტეტის წევრებს – ნუ წახვალთ პროვოკაციაზე სახელმწიფოს სახელით