ლევან ქარდავა–ძირითადი მიზანი ახალგაზრდა თაობაში ფეხბურთის პოპულარიზაციაა

ლევან ქარდავა–ძირითადი მიზანია ახალგაზრდა თაობაში ფეხბურთის პოპულარიზაცია

ლევან ქარდავა–ძირითადი მიზანია ახალგაზრდა თაობაში ფეხბურთის პოპულარიზაციადღეს, წალენჯიხის ცენტრალურ სტადიონზე,ჩემპიონატი მინი-ფეხბურთში “წალენჯიხის თასი 2015” დასრულდა.

ფინალური შეხვედრების დასასრულების შემდეგ მოეწყო დაჯილდოების ცერემონიალი. გამარჯვებულები დააჯილდოვა წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მაჟორიტარმა პარლამენტის წევრმა ლევან ქარდავამ.

I – ადგილი: “ნაცა” (ქ. ჯვარი) – გარდამავალი თასი, სიგელები და ფულადი თანხა 700 ლარი.

II – ადგილი: “წმ. ნინოს ქუჩა“ (ქ. წალენჯიხა) – თასი, სიგელები და ფულადი თანხა 500 ლარი.

III – ადგილი: “დაჩმენი” (ქ. წალენჯიხა) – თასი, სიგელები და ფულადი თანხა 300 ლარი.

IV – ადგილი: “ლაკადა“ (ჯგალი) – სიგელები და ფულადი თანხა 100 ლარი.

ლევან ქარდავა–ძირითადი მიზანია ახალგაზრდა თაობაში ფეხბურთის პოპულარიზაცია

საუკეთესო ფეხბურთელის ტიტული – რამაზ ზარქუა (“წმ. ნინოს ქუჩა”). გადაეცა თასი, სიგელი და ფულადი თანხა 50 ლარი; – საუკეთესო მეკარის ტიტული – დემნა კვარაცხელია (“დაჩმენი”). გადაეცა თასი, სიგელი და ფულადი თანხა 50 ლარი; – საუკეთესო ბომბარდირის ტიტული – ალექსანდრე ღვინჯილია (“დაჩმენი”). გადაეცა თასი, სიგელი და ფულადი თანხა 50 ლარი; აღნიშნული ტურნირი უკვე მესამე წელია ტარდება წალენჯიხის მუნიციპალიტეტში არასამთავრობო ორგანიზაცია ,,სამოქალაქო ალიანსი”-ს და წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მაჟორიტარი პარლამენტის წევრის ლევან ქარდავას პატრონაჟით და მხარდაჭერით, რომლის ძირითადი მიზანია ახალგაზრდა თაობაში ფეხბურთის პოპულარიზაცია. აღნიშნული შეჯიბრი  14-დან 30 ივლისის ჩათვლით მიმდინარეობდა.

ლევან ქარდავა–ძირითადი მიზანია ახალგაზრდა თაობაში ფეხბურთის პოპულარიზაცია

ლევან ქარდავა–ძირითადი მიზანია ახალგაზრდა თაობაში ფეხბურთის პოპულარიზაცია

banner
წინა სტატიაშიპრემიერ-მინისტრი ჩინეთის მმართველი პარტიის ცენტრალური კომიტეტის დელეგაციას შეხვდა
შემდეგი სტატიასაქართველოს საკანონმდებლო მაცნეს სერვისები თბილისის საქალაქო სასამართლოს ყველა სხდომათა დარბაზში იქნება ხელმისაწვდომი