ლევან მამალაძე შეწყალებას ითხოვს

ლევან მამალაძე შეწყალებას ითხოვს

ლევან მამალაძე შეწყალებას ითხოვსადვოკატი ლექსო კობაიძე საქართველოს პრეზიდენტს, გიორგი მარგველაშვილს ქვემო ქართლის ყოფილი გუბერნატორის ლევან მამალაძის შეწყალების თხოვნით მიმართავს.
როგორც ლევან მამალაძის ადვოკატმა, ლექსო კობაიძემ განუცხადა, პრეზიდენტს შეწყლების ბრძანებულების გამოცემასთან დაკავშირებით დღეს მიმართავს.
“ჩვენ ახალი ხელისუფლების მოსვლის შემდეგ პროკურატურას მივმართეთ ლევან მამალაძის საქმესთან დაკავშირებით, თუმცა არ მოხდა ამის განხილვა. დღეს გვინდა, რომ პრეზიდენტმა აიღოს ის პასუხისმგებლობა, რომ პოლიტიკურად დევნილ ლევან მამალაძეს სამშობლოში დაბრუნების საშუალება მისცეს”, – განაცხადა კობიაძემ.
მისივე თქმით, ლევან მამალაძე “ვარდების რევიოლუციის” შემდეგ დევნილობაში იმყოფება.
როგორც ადვოკატი განმარტავს, მამალაძეს 17 წლიანი პატიმრობა აქვს მისჯილი და მას თანხის გამოძალვას და დეკლარაციაში თანხების არ ასახვას ედავებიან.
“მის მიმართ წაყენებული ბრალდებები აბსურდულია. რადგან მოწმეები, რომელთა ჩვენების საფუძველზეც მამალაძეს ბრალი აქვს წაყენებული, დღეს აცხადებენ, რომ ჩვენებები ფსიქოლოგიური ზეწოლისა და ფიზიკური ზეწოლის ფონზე მისცეს. ამ ადამიანმა ვერ მიაღწია სამართალს, მის საქმეში იკვეთება პოლიტიკური მოტივები და პოლიტიკური ანგარიშსწორება, ის ფაქტობრივად გააქციეს საქართველოდან”, – განაცხადა კობაიძემ.
ადვოკატის ინფორმაციით, იმ შემთხვევაში თუ პრეზიდენტის მხრიდან არ მოხდება მათი მოთხოვნის დაკმაყოფილება, ლევან მამალაძის საქმის გადახედვასთან დაკავშირებით მოთხოვნას პროკურატურაში შეიტანენ.

წყარო:”ინტერპრესნიუსი”

banner
წინა სტატიაშიგიორგი მარგველაშვილი კიევში “ღირსების მარშში” მიიღებს მონაწილეობას
შემდეგი სტატიადღეს პენსია დოლარში იმაზე გაცილებით ნაკლებია, ვიდრე ეს იყო 2012 წელს, ვიდრე ბიძინა ივანიშვილი პრემიერ-მინისტრი გახდებოდა