ლევან იზორია:-„ოპოზიციის ბრალდებები იმასთან დაკავშირებით, რომ აქციაზე წამსვლელებზე ზეწოლა მიმდინარეობს სიმართლეს არ შეესაბამება“

ლევან იზორია:-„ოპოზიციის ბრალდებები იმასთან დაკავშირებით, რომ აქციაზე წამსვლელებზე ზეწოლა მიმდინარეობს სიმართლეს არ შეესაბამება“

შს მინისტრის მოადგილე ლევან იზორია 21 მარტის აქციის სეფასებისას ამბობს, რომ განსაკუთრებული და საგანგაშო არაფერი ხდება და აზრის კანონის ფარგლებში გამოხატვის უფლება ყველას აქვს. მისივე თქმით, ოპოზიციის ბრალდებები იმასთან დაკავშირებით, რომ აქციაზე წამსვლელებზე ზეწოლა მიმდინარეობს სიმართლეს არ შეესაბამება.
“შესაბამისად, სახელმწიფოს, ამ შემთხვევაში ჩვენს უწყებას, აქვს პოზიტიური ვალდებულება, დაიცვას თითოეული მონაწილის უსაფრთხოება. სწორედ ჩვენმა ხელისუფლებამ დაამკვიდრა ეს კულტურა და ვალდებულება, როდესაც მასობრივ თავშეყრას აქვს ადგილი, პოლიცია მაქსიმალურ ზომებს იღებს, განსხვავებით იმ ახლო წარსულისგან, წინა ხელისუფლების პირობებში, როდესაც რამდენჯერმე ჩატარებულა მასობრივი ღონისძიებები, მაგრამ პოლიციის მხრიდან ეს ვალდებულება, რომელიც კანონით გააჩნდა მას, საერთოდ არ იყო მოცემულ რეალობაში. ჩვენ ამ მიმართულებით ვართ ძალიან კონსტრუქციულები. საჯაროდაც გაჟღერდა და ეს არ უკავშირდება მხოლოდ ხვალინდელ აქციას, არამედ წინამორბედ აქციებსაც, რომელიც “ნაციონალური მოძრაობის” მიერ ორჯერ ჩატარდა, სადაც ჩვენ ორგანიზატორებს ვხვდებით, მათთან ერთად გავდივართ კონკრეტულად თუ რა მოცულობის, რა სახის ღონისძიებებს ექნება ადგილი, რათა სწორედ მათივე უსაფრთხოების ინტერესებიდან, ასევე რა საკვირველია სახელმწიფოს ინტერესებიდან გამომდინარე, მაქსიმალურად იყოს თითოეულის უსაფრთხოება უზრუნველყოფილი და სახელმწიფოს ინსტიტუტების მდგრადობა და სტაბილურობა იყოს უზრუნველყოფილი”, – განაცხადა იზორიამ

banner
წინა სტატიაში3 ათასზე მეტი მოქალაქე გამოემგზავრა ზუგდიდან
შემდეგი სტატიასენაკიდან თბილისის მიტინგზე 500-მდე ადამიანი მიემართება