ლევან თორია: 31 აგვისტოს ზუგდიდში გარდაცვლილი რუზგენ ჩუხუა მოკლულია

„თავისუფლებისა და მხარდაჭერის ცენტრის“ ზუგდიდის ოფისის ინფორმაციით, ბიზნესმენი რუზგენ ჩუხუა, რომელიც 31 აგვისტოს გაურკვეველ ვითარებაში გარდაიცვალა, მოკლულია.
ორგანიზაციის წარმომადგენელმა ლევან თორიამ დღეს ჩუხუას სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე სათვალთვალო კამერით გადაღებული ვიდეომასალა გაავრცელა. რომელიც, მისი მტკიცებით, ბიზნესმენის მკვლელობას ადასტურებს. მისივე თქმით, ექსპერტიზის დასკვნის მიხედვით, ჩუხუას ტყვია გულის არეში ზემოდან ქვემოთ აქვს მოხვედრილი, რაც თვითმკვლელობას გამორიცხავს.
რუზგენ ჩუხუა 31 აგვისტოს გარდაიცვალა. საქმე თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლითაა აღძრული.

 

banner
წინა სტატიაშიმწერალი რეზო ჭეიშვილი 82 წლის ასაკში გარდაიცვალა
შემდეგი სტატიადაპირისპირება მევენახეებსა და პოლიციას შორის – დაკავებულია ერთი პირი