ლევან ბობოხიძე და ზვიად ჯიბუხაია პრეზიდენტმა შეიწყალა

ლევან ბობოხიძე და ზვიად ჯიბუხაია პრეზიდენტმა შეიწყალა

ლევან ბობოხიძე და ზვიად ჯიბუხაია პრეზიდენტმა შეიწყალალევან ბობოხიძე და ზვიად ჯიბუხაია საქართველოს პრეზიდენტმა შეიწყალა. აღნიშნულ ინფორმაციას,, ქუთაისი თუდეისთვის ”მათი ინტერესების დამცველი რობინზონ ხურცილავა ავრცელებს.,, დღეს ჩემი დაცვის ქვეშ მყოფები საქართველოს პრეზიდენტმა შეიწყალა ,ისინი დღესვე დატოვებენ სასჯელთაღსრულების დაწესებულებას და დაუბრუნდებიან თავიანთ ოჯახებს”- განაცხადა რობინზონ ხურცილავამ. შეგახსენებთ, რომ ლევან ბობოხიძე პარლამეტარ აკაკი ბობოხიძის ძმაა, ზვიად ჯიბუხაია კი ხონის გამგებელის თანამდებობას წლების განმავლობაში იკავებდა.

შეგახსენებთ, პრეზიდენტმა დღეს 98 მსჯავრდებული შეიწყალა. როგორც პრეზიდენტის ადმინისტრაციაში გამართულ პრესკონფერენციაზე, შეწყალების კომისიის თავმჯდომარემ, ზვიად ქორიძემ, განაცხადა, პრეზიდენტმა ცოტა ხნის წინ ხელი მოაწერა შეწყალების მორიგ აქტს, რომლის შედეგადაც 98 მსჯავრებული შეიწყალა. აქედან, 74 დღესვე დატოვებს სასჯელაღსრულების დაწესებულებებს. რაც შეეხება დანარჩენ 24-ს მათ სასჯელი შეუმცირდათ.

 

banner
წინა სტატიაშიპრეზიდენტის ადმინისტრაცია “ეროვნული ბანკის შესახებ” კანონპროექტზე მოტივირებულ შენიშვნებს ამზადებს
შემდეგი სტატიაგიორგი კვირიკაშვილი – სახელმწიფომ მარეგულირებელი კომისიის გადაწყვეტილებას გაგებით უნდა შეხედოს