ლევან ბერძენიშვილი: პარტიულობა სამარცხვინო არ არის

პარტიულობა სამარცხვინო არ არის, დანტეც პარტიის წევრი იყო, – ასე პასუხობს დეპუტატი ლევან ბერძენიშვილი გამოთქმულ მოსაზრებებს იმის თაობაზე, რომ უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობის კანდიდატი პოლიტიკური პარტიის წევრი არ უნდა იყოს.
რაც შეეხება საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატთა ნაწილის მიერ დავით საგანელიძესთან დაკავშირებით არსებულ პრეტენზიას, ბერძენიშვილის თქმით, გუშინ გავრცელებული განცხადების ავტორებს პრეტენზია არა უმრავლესობის ლიდერთან, არამედ ფრაქციების თავმჯდომარეებთან უნდა ჰქონდეთ.
“უმრავლესობის ლიდერს ნამდვილად არ აქვს საშუალება, ელაპარაკოს უმრავლესობის ყველა წევრს. ასე რომ, მათ პირველ რიგში თავიანთი ფრაქციების ხელმძღვანელებთან უნდა ჰქონდეთ პრეტენზია და არა – დავით საგანელიძესთან. მე მაინც ვფიქრობ, რომ ეს არის ტექნიკური საკითხი და გაერკვევიან მეგობრები”,- აღნიშნა ლევან ბერძენიშვილმა.
უმრავლესობის 19 წევრი უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის კანდიდატის შერჩევის იმ კრიტერიუმს აპროტესტებს, რომლის მიხედვითაც, კანდიდატი პოლიტიკური გავლენისგან თავისუფალი პირი უნდა იყოს. როგორც უმრავლესობის წევრების ნაწილი აცხადებს, კრიტერიუმები უმრავლესობასთან შეჯერებული და შეთანხმებული არ ყოფილა.

banner
წინა სტატიაში“ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” განცხადებას ავრცელებს
შემდეგი სტატიასარევიზიო კომისიის სხდომა კრწანისის ყოფილი გამგებლის საქმიანობას დახურულ კარს მიღმა განიხილავს