ლაშა მახარაძის მკვლელობის საქმეზე ნაფიცმა მსაჯულებმა ვერდიქტი ვერ გამოიტანეს

საქალაქო სასამართლო მოსამართლის მიერ ალასანიასგან ქრთამის აღების შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას ეხმიანება

 

ლაშა მახარაძის მკვლელობის საქმეზე ვერდიქტის გამოტანას ნაფიცი მსაჯულების ახალი შემადგენლებო შეეცდება. უკვე ყოფილმა მსაჯულებმა 13 საათიანი განხილვის შედეგად ეს ვერ შეძლეს, რასაც ხმაური მოყვა მახარაძის ახლობლების მხრიდან. საქმის განხილვა საქალაქო სასამართლოში მთელი ღამის განმვალობაში გაგრძელდა და ერთი საათის წინ ვერდიქტის გამოუცხადებლობით დასრულდა.

ნაფიცი მსაჯულების ინსტიტუტს უნდობლობას უცხადებს მოკლული დედა.

„ეს ყველაფერი სიაფანდობაა, არავითარი ნაფიცი მსაჯული, მკვლელი უნდა გასამართლდეს მოსამართლის მიერ. არ მაინტერესებს რას ითხოვს ორჯერადი მკვლელი, მანიაკი გიორგი ოქროპირიძე, იგი აშინებს ნაფიც მსაჯულებს“. – განაცხადა ნინო დიდებულიძემ.

სხდომის დასრულების შემდეგ კომენტარი ბრალდებულის დედამაც გააკეთა მისი თქმით, გიორგი ოქროპირიძე უდანაშაულოა.

„არანაირი მტკიცებულება საქმეში არ არსებობს რომ გიორგი ოქროპირიძე დამნაშავეა, ამას ადასტურებს ყველა ექსპ[ერტიზაც. გიორგი იმ დგეს შემთხვევის ადგილზე არ იმყოფებოდა“. – განაცხადა ცირა გოდერძიშვილმა.

10 ივნისს დანიშნულია ახალი ნაფიცი მსაჯულების შერჩევის სხდომა, მათი შეკრების შემდეგ ხელახლა გაიმართება საქმის არსებითი განხილვა, რის შემდეგაც ახალი ნაფიცი მსაჯულები ვერდიქტს გამოიტანენ.

 

banner
წინა სტატიაშისამხედრო პოლიციის დეპარტამენტს ახალი ხელმძღვანელი ჰყავს
შემდეგი სტატიათეა წულუკიანი – საქართველოსა და უკრაინის გარეშე ევროპა უსაფრთხო არ იქნება