ლაშა მაქაცარია: გეგი ნიჟარაძე ჩამოვიდა უცხოეთიდან და დაახვედრეს განცხადება გათავისუფლების თაობაზე

მერიაში ადასტურებენ განხორციელებული საკადრო ცვლილებს, თუმცა, მიზეზებზე თბილსის მუნიციპალიტეტში არ საუბრობენ. გეგი ნიჟარაძე აცხადებს, რომ მან თანამდებობა საკუთარი ინიციატივით დატოვა. თუმცა სხვაგვარად ფიქრობენ ოპონენტები.

ზედამხედველობის სამსახურის ყოფილი ხელმძღვანელის ლაშა მაქაცარიას ინფორმაციით, ნიჟარაძის გათავისუფლების შესახებ გადაწყვეტილება გარედან, ნარმანიას გვერდის ავლით მიიღეს.

„ეს ადამიანი დაინიშნა უშუალოდ ბიძინა ივანიშვილის მხრიდან და რეკომენდაცია გაუწიეს ისეთმა ოდიოზურმა პირებმა ხელისუფლებაში, როგორებიც არიან – ფარცხალაძე, ზოგადად პროკურატურა იყო ჩართული მისი დანიშვნის პროცესში ფინანსურ პოლიციასთან ერთად. მისი გათავისუფლებაც არ მომხდარა ნარმანიას უშუალო ჩარევით, ის ჩამოვიდა უცხოეთიდან და დაახვედრეს განცხადება გათავისუფლების თაობაზე” – განმარტავს ლაშა მაქაცარია და აცხადებს, რომ ის პროკურატურის პროტეჟეა და აუცილებლად უნდა დადაგეს მისი პასუხისმგებლობის საკითხი.

ნიჟარაძესთან დაკავშირებით განცხადება გააკეთა არასამთავრობო ორგანიზაცია „სამოქალაქო მონიტორინგის ცენტრის ხელმძღვანელი გიორგი ხაბურზანია, რომელსაც მის წინააღმდეგ პროკურატურაში სარჩელი აქვს შეტანილი

ეს ადამიანი არაერთხელ ვამხილეთ დანაშაულებრივ ქმედებებში, როგორიც არის თანამშრომლებზე ზეწოლა, მათ შორის ჩემზე. ამის შესახებ ფაქტები არსებობს ჩანაწერების სახით და წარდგენილია პროკურატურაში, მაგრამ სამწუხაროდ დღემდე არ არის გამოძიებული. ვფიქრობთ, ის გახლავთ პროკურატურის პროტეჟე და დღეს პროკურატურა მფარველობს გიგი ნიჟარაძეს,“ – აცხადებს გიორგი ხაბურზანია.

banner
წინა სტატიაშიდავით ბაქრაძე: უაღრესად მნიშვნელოვანია შენარჩუნდეს ის თავისუფალი მედიაგარემო, რაც საქართველოში ჩამოყალიბდა
შემდეგი სტატიაანდრო ბარნოვი სამოქალაქო აქტივისტებს მოქმედებისკენ მოუწოდებს