ლაშა აბაშიძე: მაქსიმალურად შევეცდები, წარმატებით განვახორციელო დაკისრებული უფლება-მოვალეობები

მაქსიმალურად შევეცდები, წარმატებით განვახორციელო დაკისრებული უფლება-მოვალეობები, – ამის შესახებ დღევანდელი წარდგენისას თბილისის ვიცე-მერობის კანდიდატმა, ლაშა აბაშიძემ განაცხადა.
მისი თქმით, მისი მიზანია განახორციელოს ისეთი პროექტები, რომელიც ხელს შეუწყობს ქალაქის განვითარებას.
“ჩემი მთავარი პრიორიტეტი იქნება იმ პროექტებისა და რეფორმების წარმატებით დასრულება, რომლებიც ინიცირებული იყო ბატონი დიმიტრი ქუმსიშვილის მიერ. ასევე ახალი პროექტების და ახალი იდეების განხორციელება იქნება პრიორიტეტი, რომელიც მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს ქალაქის განვითარებას. დიდი მადლობა ბატონ მერს ამ ნდობისთვის და მაქსიმალურად ვეცდები, წარმატებით განვახორციელო დაკისრებული უფლება-მოვალეობები”, – განაცხადა აბაშიძემ.
ვაკის გამგებელი ლაშა აბაშიძე თბილისის ვიცე-მერად არის წარდგენილი. იგი ვიცე-მერის პოსტზე ეკონომიკის მინისტრ დიმიტრი ქუმსიშვილის შეცვლის.

banner
წინა სტატიაშიდავით დარჩიაშვილი: გიორგი კვირიკაშვილის განცხადება კითხვის ნიშნებს აჩენს
შემდეგი სტატიახარძიანის ადვოკატი: პროკურატურა წლის ბოლომდე ხარძიანის მკვლელს დააკავებს