ცნობილი ბლუზის გიტარისტი და მომღერალი ბი ბი კინგი ლას ვეგასში 90 წლის ასაკში გარდაიცვალა.
ის რამდენიმე ხნის წინ დიაბეტის დიაგნოზით მოათავსეს საავადმყოფოში.
მუსიკოსის ნამდვილი სახელი რაილი ბი კინგია. ის 1925 წელს მისისიპიში დაიბადა. მთელი ბავშვობა ყანაში მუშაობდა და ბამბას აგროვებდა. 1940 წელს მან ქუჩის მუსიკოსობა დაიწყო, რამდენიმე წელში კი მომღერლობა დაიწყო, რასაც ერთ-ერთ რადიოსადგურში მისი წამყვანის პოზიციაზე მუსაობაც დაემატა. 1949 წელს მან თავისი პირველი სინგლი გამოუშვა.
კრიტიკოსების თქმით, ბი ბი კინგმა გიტარის სოლოს დახვეწილი სტილი შექმნა, რომელმაც შემდგომში პრაქტიკულად ყველა ბლუზ მომღერალზე იქონია ზეგავლენა.
ბი ბი კინგი ერთ-ერთი პირველი მუსიკოსი იყო, რომელმაც ბლუზში ჯაზის ელემენტების გამოყენება დაიწყო.
კარიერის დასაწყიში ის მხოლოდ შავკანიანი აუდიტორიისთვის უკრავდა, თუმცა, მალე როკის და ჯაზის თაყვანისმცელლების საყვარელი მუსიკოსი გახდა. მისი ფირფიტები რეგულარულად პირველ ადგილზე იყო.
ახალგაზრდა მუსიკოსები, მათ შორის ერიკ კლაპტონი მისით აღფრთოვანებულები იყვნენ.
ბი ბი კინგმა რიტმ-ენდ ბლუზს დაუდო დასაბამი.
უკანასკნელი პერიოდის მანძილზე ის წელიწადში დაახლოებით 100 კონცერტს ატარებდა მსოფლიოში.