,,ლარი – ოცნების მესაფლავე,,

ერთი დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.4161 ლარი გახდა

10689564_1513340312245506_4048680554756111274_n,,მმართველი კოალიცია მგონი დღემდე ვერ ხვდება რა ხდება მის თავს და რა დღეში ჩავარდა ქვეყანა.

რეიტინგის უპრეცედენტო, 24 პროცენტამდე დაცემა( რომელიც ჯერ კიდევ არ ნიშნავს ფსკერს) ეკონომიკურმა არაკომპეტენტურობამ გამოიწვია. მოქმედებდნენ პრინციპით: უნახავმა რა ნახაო!
პირველივე წელს ძველი ნაშთებიდან ბიუჯეტის გაბერვა, მეორე-მესამე წელს იგივე, უკვე ვალების ხარჯზე, ფულის ხელგაშლილი ფლანგვა და ლარის დევალვაციის თვითდინებაზე მიშვება, არცერთი მაკროეკონომისტი მთავრობაში.
არავის გასჩენია სურვილი, რომ თუნდაც ერთი-ორი უცხოელი სპეციალისტი მაინც მოეწვიათ მრჩევლად და სტუდენტური 2030 ტელევიზიის ირგვლივ თავმოყრილი ” ექსპერტების” იმედად არ დარჩენილიყვნენ.
ყიველივე ეს სახიფათო სახეს იღებს. არც პერსპექტივა ჩანს ამ მოჯადოებული წრიდან გამოსვლის.
ბოლო შანსი არის მთავრობის მიმართვა სავალუტო ფონდისადმი პროგრამის დაწყების თხოვნით. მაგრამ ვინ უნდა მიიღოს გადაწყვეტილება ისეთ ვითარებაში, როცა გადაწყვეტილების მიღების მექანიზმი მოშლილია?,, წერს ეკონომიკური განვითარების ცენტრის დირექორი რომან გოცირიძე სოციალურ ქსელში.

banner
წინა სტატიაშიჩვენ გვიჭირს ერთმანეთის მოსმენა, ჩვენ ვართ ამპარტავნები, ჩვენ გვაქვს კატეგორიული აზროვნება
შემდეგი სტატიაპირველკლასელთა საყოველთაო ელექტრონული რეგისტრაცია იწყება