ლარი კვლავ უფასურდება. ბოლო დღეების განმავლობაში დოლართან მიმართებით საქართველოს ეროვნული ვალუტა რამდენიმე პუნქტით გაუფასურდა.
დღეს ვალუტის გამცვლელი ჯიხურების უმეტესობაში 1$-ის ყიდვა 1,95 ლარად არის შესაძლებელი. რაც შეეხება გასაყიდ ფასს, ვალუტის გადამცვლელი ჯიხურები დოლარს 1.90-დან 1.92 ლარის ფარგლებში იბარებენ.
ჯიხურების მეპატრონეები აცხადებენ, რომ ლარი მომდევნო დღეებშიც გაუფასურდება.